2034 წელს ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატს საუდის არაბეთი უმასპინძლებს – ეს ინფორმაცია ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.
„2026 წელს ყველაზე დიდ საფეხბურთო შოუს უმასპინძლებს კანადა, მექსიკა და აშშ. 2030 წელს მონდიალი გაიმართება აფრიკასა (მაროკო) და ევროპაში (პორტუგალია და ესპანეთი), ხოლო სამი მატჩი ჩატარდება სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი). 2034 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი აზიის კონტინეტზე გადაინაცვლებს, საუდის არაბეთში. ხუთი კონტინენტი და ათი ქვეყანა – ეს არის ის, რაც ფეხბურთს ნამდვილად გლობალურს ხდის.
ვერც ერთი სხვა სპორტის სახეობას ისე ვერ აერთიანებს მსოფლიოს, როგორც ფეხბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი არის ერთიანობისა და ინკლუზიურობის შესანიშნავი დემონსტრირება. სხვადასხვა კულტურა შეიძლება იყოს ერთად“, – წერს ინფანტინო სოციალურ ქსელში.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
