გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი 2022/23 წლების სეზონის ბოლოს „ოქროს ბურთის“ მიღებას უფრო იმსახურებდა, ვიდრე მაიამის „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი.
„ჰოლანდი მთელი სეზონის განმავლობაში მესიზე უკეთესი იყო. ეს ჯილდო დაუმსახურებელია და ადასტურებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ჰოლანდზე უკეთესი ბოლო 12 თვის განმავლობაში არავინ ყოფილა. მან მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო „სიტისთან“ ერთად და დაამყარა რეკორდი ყველაზე მეტი გოლით. მესის გამარჯვება ფარსია. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ლეოს ვგულშემატკივრობდი“, – თქვა ლოთარ მათეუსმა.
62 წლის მათეუსი „ოქროს ბურთის“ მფლობელია. მან ჯილდო მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მოგების შემდეგ მიიღო.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური
