„ნაპოლიში” რუდი გარსიამ ფეხბურთელთა ერთი ჯგუფისგან ეგრეთწოდებული ბრძენთა საბჭო რომ შექმნა, ცნობილი ამბავია. და აი, როგორც „კორიერე დელ მეცოჯორნო” წერს, საბჭომ პირველი პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა და მწვრთნელს თავისი შეხედულება თუ მოთხოვნა გააცნო.
„მათ გარსიას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი თამაშის იმ ფაზაზე მუშაობას უნდა მიეცეს, როდესაც ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ გუნდი არ დაიბნეს თუკი მიზეზთა გამო ინიციატივას დაკარგავს, ტემპი დაეცემა და ინტენსივობა შემცირდება.
ბოლო შეხვედრებში გაიზარდა „ნაპოლის” კარის მიმართულებით დარტყმათა რაოდენობა. ის შეხვედრაში საშუალოდ ათს გაუტოლდა. შესაბამისად გაიზარდა გაშვებული გოლების რაოდენობაც. ამ მაჩვენებლით სერია A-ს გუნდებს შორის „აძური” მეექვსეა. მან ყველა შეჯიბრებაში ერთად ჩატარებულ ცამეტ ოფიციალურ შეხვედრაში თექვსმეტი გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 1,2-ს ნიშნავს.
დაცვისგან განსხვავებით შეტევის სტატისტიკა ცუდი არ არის. გატანილი გოლების რაოდენობით „ნაპოლი” მხოლოდ „ინტერს” ჩამორჩება. შესაბამისად, ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა დაცვით ფაზაში არასათანადო თამაშის ბრალი გამოდის.
გარსია შეეცდება ეს ნაკლი აღმოფხვრას და საამისოდ ყოველდღიური მუშაობა იფრო ინტენსიური გახადოს. „ბრძენთა საჭოს” მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ შეხვედრების მსვლელობისას თამაშის ნირი და მიმდინარეობა უწყვეტის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
