„ნაპოლიში” რუდი გარსიამ ფეხბურთელთა ერთი ჯგუფისგან ეგრეთწოდებული ბრძენთა საბჭო რომ შექმნა, ცნობილი ამბავია. და აი, როგორც „კორიერე დელ მეცოჯორნო” წერს, საბჭომ პირველი პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა და მწვრთნელს თავისი შეხედულება თუ მოთხოვნა გააცნო. „მათ გარსიას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი თამაშის იმ ფაზაზე მუშაობას უნდა მიეცეს, როდესაც ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ გუნდი...
