წელი: 2023

Home 2023
ნაპოლის ისტორიაში ყველაზე მაღალ პოზიციაზე
ჩანაწერი

ნაპოლის ისტორიაში ყველაზე მაღალ პოზიციაზე

„ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ვიქტორ ოსიმენი მე-8 ადგილზე გავიდა, რაც თავად ნიგერიელისთვის ხომ უდიდესი მიღწევაა და ასევეა „ნაპოლისთვისაც”. „პარტენოპეელი” ფეხბურთელი „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში ასეთ მაღალ პოზიციაზე არასდროს ყოფილა. გასულ სეზონში ოსიმენმა ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში მოიგო სკუდეტო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 26 გოლით გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და იტალიის ლიგის საუკეთესო თავდამსხმელადაც დაასახელეს. „აძურის” კიდევ ერთი...

მესის მერვე „ოქროს ბურთი“…
ჩანაწერი

მესის მერვე „ოქროს ბურთი“…

პარიზის თეატრ „შატლში“, „ფრანს ფუტბოლის“ ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. გამოვლინდნენ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში. კაცებში 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა – მან არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მესისთვის ეს კარიერაში მერვე „ოქროს ბურთია“. გამოკითხვაში მეორე ადგილი ერლინგ ჰალანდმა („მანჩესტერ სიტი“) დაიკავა, მესამე – კილიან მბაპემ („პარი სენ-ჟერმენი“),...

რევანშები და ძოძუაშვილის პირველი
ჩანაწერი

რევანშები და ძოძუაშვილის პირველი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტურში ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა „თავიანთი“ 3-3 ქულა  მოიპოვეს. ორივემ სტუმრად: „ბათუმმა“ „სამტრედიას“ აჯობა (3:1), „დინამომ“ კი „სამგურალს“ (2:0). მათ შორის  სხვაობა ისევ 9 ქულაა. „დინამომ“ რამდენიმე დღის წინათ (25 ოქტომბერს) ქვეყნის თასის მეოთხედფინალში პენალტებით წააგო „სამგურალთან.“ ამჯერად კი რევანში გამოუვიდა. ასევე იყო „დილა“ „საბურთალოს“ შემთხვევაშიც. საბურთალოელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგეს გორელებს თასზე,...

ნინიაშვილმა და კარკაძემ ბონუსები მიითვალეს
ჩანაწერი

ნინიაშვილმა და კარკაძემ ბონუსები მიითვალეს

მსოფლიო თასის ბოლო ორ მატჩში ფულბექის პოზიციიდან ფლანგზე გადასროლილმა დავით ნინიაშვილმა გაცილებით პროდუქტიულად ითამაშა. ეტყობა, სწორედ უკანა ხაზის ფლანგზეა მისი ადგილი, რადგანაც გასულ კვირას განახლებულ ტოპ 14-ში დათუნამ 14 ნომრად დაიწყო თამაში, მაგრამ უფრო ხშირად საპირისპირო ფლანგზე ჩნდებოდა და საბოლოოდ მატჩი 2 შესანიშნავი ლელოს გატანის ფონზე დაასრულა. მისმა „ლიონმა“ „კლერმონს“ უმასპინძლა და ბონუსით – 41:22...

ბასილაშვილმა მოიგო
ჩანაწერი

ბასილაშვილმა მოიგო

დიდი ხანია სათაურში გამოტანილი სიტყვები არ დაგვიწერია. დიახ, ქართველმა ჩოგბურთელმა 18 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო. ამასობაში კი ბასილაშვილი რეიტინგში კატასტროფულად დაქვეითდა და ახლა არათუ ATP-ს, არამედ ჩელენჯერის ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებში მონაწილეობს. ერთ-ერთი ასეთი ტურნირი იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარეობს, სადაც ნიკამ მსოფლიოს 347-ე ჩოგანს, ლიბანელ ჰადი ჰაბიბის ორ სეტში, 6:4, 6:1 სძლია. პირველ სეტში ბასილაშვილმა გადამწყვეტი...

ტკბილი გემო სიმწარის თანხლებით
ჩანაწერი

ტკბილი გემო სიმწარის თანხლებით

AS: „მან ოთხჯერ იხსნა „ვალენსიას” კარი გოლისგან. ის რომ არა, „ბილბაო” მეტს გაიტანდა, მაგრამ ოსკარ დე მარკოსისა და ალექს ბერენგუერის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. საბოლოოდ დატოვა ტკილი გემო, რომელსაც სიმწარე დასდევდა”. ძნელია ესპანური გაზეთის ამ შეფასებას არ დაეთანხმო. გიორგი მამარდაშვილმა „სან მამესზე”, ბილბაოელთა წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ… არ შეიძლება გულდაწყვეტით არ აღინიშნოს, რომ 90+7 წუთზე შეცდა,...

პიოლი: ამდენი მომენტისთვის ორი გოლი მეცოტავება
ჩანაწერი

პიოლი: ამდენი მომენტისთვის ორი გოლი მეცოტავება

„ნაპოლისა” და „მილანის” შეხვედრა ემოციური გამოდგა. „მილანმა” ოლივიე ჟირუს გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ მატეო პოლიტანომ და ჯაკომო რასპადორიმ „პარტენოპეელებს” ქულა გადაურჩინეს. ორივე კართან იყო საგოლე მომენტები. შეხვედრის მიწურულს მსაჯმა მასპინძლებს ნატანი გაუძევა, შეხვედრა კი ხვიჩა კვარაცხელიას სახიფათო გარღვევით დასრულდა, მაგრამ დარტყმა მაიკ მენიომ მოიგერია. მატჩის შემდეგ, „როსონერის” მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ თქვა:...

ჟირუ: აღარ ვიცოდით შეგვეტია თუ თავი დაგვეცვა
ჩანაწერი

ჟირუ: აღარ ვიცოდით შეგვეტია თუ თავი დაგვეცვა

„ნაპოლისა” და „მილანის” შეხვედრის (2:2) ერთ-ერთი მთავარი გმირი სტუმრების 37 წლის ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ გახლდათ. „როსონერის” ორივე გოლი მან გაიტანა, მაგრამ 81-ე წუთზე ის შეცვალეს და განაწყენებული შეხვედრის ბოლომდე ცალკე იჯდა. „შედეგის გამო იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ, — უთხრა მოგვინებით ჟირუმ Milan TV-ს, — გამარჯვება ჩვენს ხელთ იყო. პირველ ტაიმში ოთხი გოლის გატანა შეგვეძლო....

ოთხგზის ქურციკები
ჩანაწერი

ოთხგზის ქურციკები

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებმა X მსოფლიო თასის ფინალში ახალზელანდიელები 12:11 დაამარცხა და ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა საჩემპიონო თასი, რომელიც რაგბის გამომგონებლის, უილიამ უებ ელისის სახელობისაა. ეს იყო უდრამატულესი შეხვედრა. პირთამდე გავსებულმა „სტად დე ფრანსმა“ ნამდვილი სპექტაკლი იხილა – მთელი თავისი დრამატურგიით, 80 ათასი მაყურებლის ემოციით, სოლისტებითა და მეორე პლანის როლების შემსრულებლებით. ამ სოლისტებს შორის იყო სახელოვანი...

ერერინი: გეგონება მე აღმოვაჩინე კეპა, უნაი და გიორგი
ჩანაწერი

ერერინი: გეგონება მე აღმოვაჩინე კეპა, უნაი და გიორგი

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ბილბაოს სტუმრობს. 35 წლის მეკარე იაგო ერერინი, რომელიც კვიპროსზე AEK-ში თამაშობს ბოლო ფეხბურთელია რომელიც ორივე გუნდში გამოდიოდა, თუმცა „ღამურათა” შორის მისი ყოფნა პირობითი გახლდათ — მოედანზე მხოლოდ 13 წუთი დაჰყო. ამის მიუხედავად დღევანდელი მატჩის წინ მისი მოსაზრება AS-მა საინტერესოდ მიიჩნია. გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს სადაც ერერინი მამარდაშვილზე ლაპარაკობს. — „ლა ნუსიას”...