მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსმა” მარკო ბარონის „ვერონას” უმასპინძლა და ანდრეა კამბიასოს მიერ 90+7 წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო. გოლიდან ერთ წუთში მსაჯმა ერმანო ფელიჩიანიმ ალეგრის ქცევა ვეღარ აიტანა და „ბებერი ქალბატონის” თავკაცი მოედნიდან გააგდო. მანამდე კი მსაჯებმა მასპინძლებს ორი გოლი არ ჩაუთვალეს — პირველი მე-13 წუთზე მილიმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობის, ხოლო მეორე 53-ზე ჯარიმის გამო. ამ გამარჯვების...
წელი: 2023
კასანოს და ვიერის პროგნოზი
სერია A-ს 2023-24 წლების სეზონის მეათე ტურის მთავარი მატჩი გახლავთ „ნაპოლი” – „მილანი”. ეს ორი გუნდი „დიეგო მარადონაზე” ერთმანეთს კვირას დაუპირისპირდება. ბუნებრივია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ორივე მწვრთნელი გამარჯვებას ელის, რაც მათ მატჩისწინა პრეს-კონფერენციებსაც დაეტყო. როგორც რუდი გარსიამ ასევე სტაფენო პიოლიმ დაუფარავად გამოხატეს სამი ქულის მოპოვების სურვილი. მოლოდინის თანახმად შეხვედრა დაბალანსებული უნდა გამოვიდეს. ასეთ დროს...
ერთხელ გარსია და პიოლი შესასვლელში შეეჯახენ ერთმანეთს
რუდი გარსიას „ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” მეორე გამარჯვება იზეიმა — ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალური საგოლე პასისა და ჯაკომო რასპადორის გოლის წყალობით შეხვედრა 1:0 დასრულდა. გერმანიაში მიღწეული გამარჯვებით „აძურის” ფლეი-ოფში გასვლის კარგი შესაძლებლობა გამოუჩნდა, მაგრამ მანამდე გარსიამ, რომლის კვალიფიკაციას იტალიაში ბოლოხანს ეჭვის თვალით შეხედეს, მორიგი მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი: მისი გუნდი კვირას სტეფანო პიოლის „მილანს” ხვდება....
მევლუდ მიმინოშვილი: დამწვარი ვაგონებიდან სპორტის რაინდობამდე
მევლუდ მიმინოშვილი გარდაიცვალა, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ქართველი მსაჯი. სარბიელელები ვწუხვართ მომხდარის გამო და გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც რვა წლის წინ გავაკეთე და გაზეთ „ჩვენი თამაშის“ ფურცლებზე დაიბეჭდა… „მევლუდ მიმინოშვილმა პირველი მატჩი 1965 წელს თბილისში, დიდუბეში, „სუკონკის“ ხრეშიან მოედანზე იმსაჯა და იქიდან მოყოლებული, ევროპაში სტადიონი არ დაუტოვებია. 1990 წელს ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩიც მას ანდეს და საქართველოს...
მატჩი, რომელიც 2 წუთი და 7 წამი გაგრძელდა
იმ დღეს „უნიონ ბერლინისა” და „ნაპოლის” შეხვედრა ვერ ვნახე, შუაღამემდე შედეგიც გავიგე. როდესაც სმარტფონი ჩავრთე, პირველი რაც ვნახე „სქაის” მიერ ამოკრებილი სახიფათო მომენტები იყო. ვიდეო 2,07 წუთი გრძელდებოდა. ეს უფრო მოკლე ვერსია იყო იმ სამწუთიანთან შედარებით, რომელსაც ჩვეულებრივ მეორე დღეს დებენ ხოლმე. ჩანაწერში ვნახე რომ „ნაპოლიმ” მოიგო, მაგრამ ვერ გამოვიტანე დასკვნა: როგორ ითამაშა გუნდმა? იმსახურებდა...
ნაპოლისთვის სასიხარულო ამბავი
„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში „უნიონ ბერლინთან” 1:0 გამარჯვების შემდეგ სერია A-ს მორიგი ტურისთვის დაიწყო მზადება. კვირას, იტალიის ჩემპიონს „მილანი” ესტუმრება, რომელმაც „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგო და გამარჯვება სწყურია. კრიტიკის ქარცეცხლში გამოვლილი რუდი გარსიასა და მისი გუნდისთვის მილანელებთან მატჩი გამოცდის ხასიათს ატარებს. სწორედ ამიტომ გახლდათ ორმაგად მნიშვნელოვანი ცნობა ანდრე-მარკ ზამბო ანგისას ჯანმრთელობის უკეთესობის შესახებ. ხუთშაბათს, კასტელ...
ბითაძემ დაიწყო, მამუკელაშვილი სკამზეა
NBA-ს ახალი სეზონი დაიწყო და საქმეში ჯერ მხოლოდ გოგა ბითაძე ვიხილეთ. ჩვენებურის „ორლანდო“ შინ „ჰიუსტონს“ დაუხვდა და 116:86 გაანადგურა. ბითაძე მოედანზე მაშინ შევიდა როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. გოგამ პარკეტზე 5 წუთი დაჰყო, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან – 3. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“...
ვიქტორ ოსიმენი: კვარა? ჯადოქარია
ვიქტორ ოსიმენმა TvPlay–ზე Vox to Box-ის ფორმატში მარიო ბალოტელისთან და ემილიანო ვივიანოსთან ერთად მიიღო მონაწილეობა და „ნაპოლის” გულშემატკივრისთვის საინტერესო თემებზე ილაპარაკა. „ოქროს ბურთი” მესის თუ ჰოლანდს? ორივე იმსახურებს. თავად თუ იბრძვით მის მოსაპოვებლად? „ოქროს ბურთის” მოგება ჯადოსნური იქნებოდა. ასეთი დონის ფეხბურთის თამაში ოცნებაა. მომავალში ნამდვილად ვაპირებ მიზნად დავისახო ამ ჯილდოს მოგება, მაგრამ ჯერჯერობით „ნაპოლიში” თავს...
თსუ-მ ევროპაში მოიგო
ფიბა ევროპის თასის მეორე ტურში თსუ-მ კვიპროსულ „კერავნოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 63:60 აჯობა. ეს სტუდენტების პირველი გამარჯვებაა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა გერმანულ „გოტინგენთან“ (81:86) წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა. არადა, მატჩის დასაწყისი საამისოს არ მოასწავებდა. კვიპროსული გუნდი თავიდანცე 11:1 დაწუნაურდა და მას შემდეგ შესვენებამდე მუდმივად აკონტროლებდა ანგარიშს. ტაიმი კი, სულაც 38:26 მოიგო. თსუ-მ შესვენების შემდეგ მოუმატა,...
ოსიმენის დაბრუნებამ ათი დღით გადაიწია
ვიქტორ ოსიმენს მკურნალობა გაუჭიანურდება. ნიგერიელი დაშავებულია და გუშინ, როდესაც ბერლინში „უნიონი” „ნაპოლის” ხვდებოდა (0:1) ის ფრანკფურტში სავარაუდოდ ცოლის ნათესავებთან იყო. ნეაპოლური პრესა წერს, რომ თავდამსხმელი გაწბილებულია, არ ესმის, რატომ ვერ ესწრება მისი გამოჯანმრთელება დათქმულ ვადებში. მისდა სამწუხაროდ, სხვა გზა არ არსებობს. ნიგერიელმა მოთმინებით უნდა იმკურნალოს და დროგამოშვებით გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რათა მუდმივად ნათელი სურათი არსებობდეს....









