NBA-ს ახალი სეზონი დაიწყო და საქმეში ჯერ მხოლოდ გოგა ბითაძე ვიხილეთ. ჩვენებურის „ორლანდო“ შინ „ჰიუსტონს“ დაუხვდა და 116:86 გაანადგურა. ბითაძე მოედანზე მაშინ შევიდა როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. გოგამ პარკეტზე 5 წუთი დაჰყო, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძემ ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან – 3.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ საკუთარ მოედანზე „დალას მავერიკსთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 119:126. მამუკელაშვილი განაცხადში კი იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. მომდევნო მატჩებს ორივე ქართველის გუნდი 28 ოქტომბერს გამართავს. „ორლანდო“ „პორტლენდს“ ესტუმრება, ხოლო „სან ატონიო“ ისევ საკუთარ მოედანზე ითამაშებს და ბითაძის „ორლანდოსგან“ ძლეულ „ჰიუსტონს“ დაუხვდება.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
