წელი: 2023

Home 2023
ნიუკასლი მილანს ტონალის გამო ემუქრება
ჩანაწერი

ნიუკასლი მილანს ტონალის გამო ემუქრება

„ნიუკასლი“ აპირებს უჩივლოს „მილანს“ იტალიელი ნახევარმცველის, სანდრო ტონალის მიერ მატჩებზე უკანონო ფსონების დადების მიზეზით მოსალოდნელი დისკვალიფიკაციის გამო. ტონალის ბრალი თავისი შინაარსით თითქმის გარკვეულია. თუმცა, სამშაბათს გადაწყვეტილება გარკვეულწილად შენელდა „ნიუკასლის“ მხრიდან, საქმისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების გამო: ბრიტანელები დაემუქრნენ „მილანს“ რამდენიმე მილიონევროიანი საჩივრით, როდესაც იტალიის ნაკრების ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ძალაში შევა. გარდა ამისა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა უქმობის პერიოდში არ...

მარგველაშვილმა ოქრო გაიხსენა
ჩანაწერი

მარგველაშვილმა ოქრო გაიხსენა

აბუ დაბიში დაწყებული გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს დელეგაციამ ოქროს მედალი ირგუნა. ვაჟა მარგველაშვილმა (66) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და წელს მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. პირველ თებერვალში იყო, როდესაც თელ ავივის გრანდ სლემი მოიგო. მარგველაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას ფრანგი რომარიკ ვენ-დიამ ბოუდას ძლევით შეუყვა; თურქ მუჰამედ დემირელთან ვაზარით კი ჩამორჩა, მაგრამ მეტოქე თავადაც ვაზარზე დააგდო და...

პოლიტანო: დღეს ფეხში ბევრჯერ ჩამარტყეს
ჩანაწერი

პოლიტანო: დღეს ფეხში ბევრჯერ ჩამარტყეს

„ნაპოლიმ” ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” „უნიონი” დაამარცხა 1:0. გოლი ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. ნეაპოლელთა მარჯვენფლანგელმა მატეო პოლიტანომ შეხვედრა ასე შეაფასა: „ჩვენ სამი ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. ამ გამარჯვების წყალობით ფლეი-ოფში გასვლის შანსი შემდეგ ტურშივე გვაქვს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ხშირად ვკარგავდით ბურთს, მეტოქემ კი კარგად იცოდა როგორ წამოეწყო სწრაფი კონტრშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი არ გავუშვით. უნდა ითქვას,...

სად დაიკარგა ოსიმენი?
ჩანაწერი

სად დაიკარგა ოსიმენი?

სად არის ვიქტორ ოსიმენი? ამ კითხვამ ნეაპოლში დიდი ინტერესი აღძრა. საქმე ის გახლავთ, რომ იმ დღეს, როდესაც „პარტენოპეელები” ბერლინში „უნიონს” ეთამაშებოდნენ, ტრავმირებული ნიგერიელი ვარსკვლავიც გერმანიაში იმყოფებოდა, მაგრამ… შეხვედრას არ დასწრებია. დადგინდა, რომ მატჩის დღეს ის სულ სხვა ქალაქის, ფრანკფურტის თვითვიმფრინავში ჩაჯდა და სადღაც გაეშურა. ნეაპოლელი ჟურნალისტები ამ ამბით როგორც ჩანს დაინტერესდნენ. მათ ფორვარდის ამბავი „ნაპოლიში”...

ერთი დარტყმა, ერთი გოლი!
ჩანაწერი

ერთი დარტყმა, ერთი გოლი!

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „ნაპოლიმ” „უნიონ ბერლინს” სტუმრად 1:0 მოუგო. ნეაპოლელებმა ერთადერთხელ მოახერხეს კარში დარტყმა და გამარჯვების გოლი გაიტანეს. „აძურიმ” კიდევ ხუთჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, რომელთაგან ორჯერ მიზანს ააცილა, სამჯერ კი ბურთი ბერლინელებმა არ გაატარეს. მასპინძელთა მწვრთნელმა ურს ფიშერმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე სწორედ ამას გაუსვა ხაზი: „ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. მეტოქისთვის თამაშის შესაზღუდავად დიდძალი ენერგია დავხარჯეთ, მათ კი...

ხვიჩა სამ სიმბოლურში…
ჩანაწერი

ხვიჩა სამ სიმბოლურში…

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენიმე ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა და სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა. ხვიჩამ ბოლო ტურში, „ვერონასთან“გასვლით შეხვედრაში დუბლი შეასრულა და წარმატებული თამაშის შემდეგ მაღალი შეფასებები მიიღო. Whoscored-მა საბოლოოდ 8,6 ქულა დაუწერა, Sofascore-მ კი 8,9 ქულა. იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდმა, Fantacalcio-მ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაში 7,5 ქულით შეაფასეს. სამივე ვებგვერდმა...

ფიშერი: მე ნაპოლის კრიზისს ვერ ვხედავ
ჩანაწერი

ფიშერი: მე ნაპოლის კრიზისს ვერ ვხედავ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაა: „უნიონ ბერლინი” „ნაპოლის” მასპინძლობს. გერმანული გუნდის მწვრთნელმა ურს ფიშერმა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ბოლო დამარცხების შემდეგ ახალი შანსი გვეძლევა. მეტოქე ძლიერია, ის იტალიის ჩემპიონია. მასთან თამაშის წინ საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება. ცუდია, რომ ამაში ბოლო შედეგებმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ ოპტიმიზმი არ უნდა დავკარგოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ...

გიორგიმ ბოლო წუთებში გუნდი სამი გოლისგან იხსნა
ჩანაწერი

გიორგიმ ბოლო წუთებში გუნდი სამი გოლისგან იხსნა

„მას შეხვედრის ბოლო წუთებამდე საქმე არ ჰქონია, ბოლოს კი დიდებული თამაშით გუნდი სამი გოლისგან იხსნა”, — წერს გიორგი მამარდაშვილის შესახებ AS და კაცმა რომ თქვას, „ვალენსიასა” და „კადისის” შეხვედრის მიმოხილვის (2:0) ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ნაწილი სულ ესაა. მატჩში, რომელიც კოკისპირული წვიმის თანხლებით დაიწყო, „ღამურებს” ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ, ლამაზი გოლები გაიტანეს და 22-ე წუთზე მეტოქის ნახევარმცველის...

ვინ გახდება ოთხგზის – ოლ ბლექსი თუ ქურციკები?
ჩანაწერი

ვინ გახდება ოთხგზის – ოლ ბლექსი თუ ქურციკები?

თვე-ნახევარი გავიდა რაგბის მსოფლიო ფორუმის სტარტიდან და ოვალური ბურთით თამაშის თაყვანისმცემლებმა 4-წლიანი მოლოდინი თითქმის სრულად დაიკმაყოფილეს. დაგეგმილი 48 მატჩიდან 46 უკვე გაიმართა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანმა წარუშლელი მოგონება დაგვიტოვა. ცხადია, ჩვენ უკმაყოფილოები დავრჩით ბორჯღალოსნების მიერ ნაჩვენები შედეგით, მაგრამ მთლიანობაში ტურნირი არაჩვეულებრივი გამოდგა. გასულ პარასკევსა და შაბათს საფრანგეთში ნახევარფინალური მატჩები შედგა. სეირი, ცხადია,...

ალეგრიმ სან სიროზე ტრადიციული ისტერიკა მოაწყო
ჩანაწერი

ალეგრიმ სან სიროზე ტრადიციული ისტერიკა მოაწყო

ეს მასიმილიანო ალეგრის პირველი შოუ არ იყო. ალბათ, არც ბოლო. მიუხედავად იმისა, რომ წუხელ „სან სიროზე” მისი „იუვენტუსი” მასპინძელ „მილანს” 1:0-ს უგებდა და საბოლოოდ მოუგო კიდეც, მან ბოლო წუთებზე მაინც მოაწყო ისტერიკა, წიხლი ურტყა სარეკლამო დაფას, ისროლა წყლის ბოთლები, იყვირა, ჯერ თავისი პიჯაკი დაანაცხ მიწაზე, მერე კი ჰალსტუხი. მიზეზი? მწვრთნელმა როგორც ყოველთვის ჩათვალა, რომ შეხვედრის...