სერია A-ში სატელევიზიო უფლებები შესაძლოა სხვანაირად გადანაწილდეს. „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” პრეზიდენტები აურელიო დე ლაურენტისი და დანილო ლერვოლინო (რომელიც ჟურნალ L’Espresso-ს მფლობელიც გახლავთ) აპირებენ უარი უთხრან ტელეკომპანიებს Dazn-სა და „სქაის” 900 მილიონიან შეთავაზებაზე და თავიანთი არხი დააარსონ. სავარაუდოდ, ამ საქმეში მათ პარტნიორებიც ეყოლებათ. კერძოდ, გამოჩნდა ამერიკული კომპანია Oaktree, რაც მუხას ნიშნას და რომელიც საქმეში 975 მილიონი...
წელი: 2023
უცნაური ლიდერები
ეროვნული ლიგის ბოლო ორ ტურში ერთგვარი უცნაურობა მეორდება: ლიდერი „ბათუმი“ ფრეს თამაშობს და უშუალო კონკურენტ „დინამოს“ მიახლოების შანსს აძლევს, დინამოელები კი ამ შესაძლებლობას ვერ იყენებენ და აგებენ, თან აუტსაიდერებთან. მიჯრით ჯერ „სამტრედიასთან“ დამარცხდნენ, შემდეგ „გაგრასთან.“ ახლა ტიტულის მთავარ მაძიებლებს შორის სხვაობა უკვე 9 ქულაა, რაც ბათუმელთათვის სერიოზული უპირატესობა უნდა იყოს ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე....
ნავსიანი პერიოდი: ზოგი დაშავდა, ზოგმა გონი დაკარგა
სანაკრებო კვირის შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” სერია A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი დიდებულად განაახლა: მარკუს ტურამის, ლაუტარო მარტინესისა და ჰაკან ჩალჰანოღლუს (პენალტი) გოლებით ტურინში, „სტადიო ოლიმპიკოზე” საბა საზონოვის „ტორინოს” 3:0 მოუგო. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მოედანზე 51-ე წუთზე დაშავებული ნიდერლანდელი პერ შუურსის ნაცვლად შევიდა. ის, რომ ამის შემდეგ მასპინძლებმა სამი გოლი გაუშვეს საბას ბრალი არ ყოფილა, მაგრამ...
მშვილდოსანი კვარა
სერია A-ს მეცხრე ტურის პირველ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „ვერონაში” 3:1 მოიგო: ორი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ერთი — მატეო პოლიტანომ. ამრიგად, წინა ტურში შინ „ფიორენტინასთან” დასანანი მარცხის შემდეგ „აძურიმ” კვლავ გაიმარჯვა, ხოლო რუდი გარსია მღელვარე ორი კვირის შემდეგ (როდესაც გაზეთები მის სამსახურიდან გაშვებაზე ლაპარაკობდნენ) დამშვიდდა. ვერონაში კვლავ გაიბრწყინა „ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა, რომელსაც ერთ შეხვედრაში ორი გოლი...
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გადარჩა
„ლივერპულის” ვარსკვლავი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ელიქტროგადამცემი ბოძი, რომელიც საათში 112 კილომეტრით მქროლავმა გრიგალმა წააქცია, მის 90 000 გირვანქად ნაყიდ „რენჯ როვერს” აცდა. 25 წლის ალექსანდრ-არნოლდმა მკვეთრად დაამუხრუჭა და მოუხვია, რის შედეგადაც BMW X5-ს შეეჯახა. საბედნიეროდ, ავარია საბედისწერო არ გამოდგა. ასეთი გახლავთ იმ შტორმის კიდევ ერთი სავალალო შედეგი, რომელსაც ბრიტანეთში ბაბეტი შეარქვეს და რომელმაც...
გარსია ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებას ცვლის
„ვერონასა” და „ნაპოლის” შეხვედრის წინა საღამოს ნეაპოლელთა თავკაცი რუდი გარსია ჟურნალისტებს შეხვდა. მან თქვა: „ეს არის პრეს-კონფერენცია, რომელზეც „ვერონასთან” შეხვედრის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. მე წყნარად ვარ. თქვენს შეკითხვებს ემოციურად თუ ვუპასუხებ ეს არ ნიშნავს, რომ ვნერვიულობ. ის, რაც „ფიორენტინასთან” თამაშის შემდეგ მოხდა ჩემს მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა იყო, მაგრამ იმავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო იმ გულშემატკივრებსა და...
ოსიმენის არყოფნა გარსიასთვის ალიბია?
„რადიო მარტეს” ჟურნალისტმა მასიმილიანო გალომ „ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა: „არის რუდი გარსია „ვერონასთან”, „უნიონ ბერლინთან” და „მილანთან” შეხვედრების წინ საკუთარ თავში დარწმუნებული? არ მგონია. ამ სამმა მატჩმა შესაძლოა მისი ბედი გადაწყვიტოს. სხვა მწვრთნელი უნდა შევიგულოთ. თუმცა, ის აღსანიშნავია, რომ ოსიმენის ტრავმა გარსიასთვის ალიბია. ნიგერიელის არყოფნა ორივე მხრიდან ალესილ ხმალს ჰგავს. სწორედ ახლა შეიძლება იმის...
დე ლაურენტისი: კვარას შესახებ პირველად ჩემმა შვილმა მითხრა
„ნაპოლიდან” „იუვენტუსში” გადაბარგებულმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რამდენიმე დღის წინ, ტრენტოს სპორტის ფესტივალზე ნეაპოლში გატარებული პერიოდის შესახებ ილაპარაკა და „აძურის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დიდი პატივისცემით მოიხსენია, მაგრამ… თურმე გაუბრაზებია. დე ლაურენტისმა პასუხად მკვახე სიტყვები თქვა. „ნაპოლის” მეპატრონე კასტელ ვოლტურნოში ჟურნალისტებს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად ჯიუნტოლიზეც ილაპარაკა. მისი ნათქვამი SportMediaset-ში გამოქვეყნდა. „ჯიუნტოლი მთელი 6...
პრეზიდენტი ვარჯიშს დაესწრო
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” შაბათს ვერონაში თამაშობს. მატჩი საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება. ნეაპოლელთა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოთხშაბათი კასტელ ვოლტურნოში ფეხბურთელებთან ერთად გაატარა. ის ვარჯიშს დაესწრო. ეროვნული ნაკრებებიდან დაბრუნებული ნეაპოლელები მის თვალწინ საქმეში ჩაებნენ. სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ჟელინსკი პერსონალური ვარჯიშით იყვნენ დაკავებულები. ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდნენ ხვიჩა კვარაცხელია, ლეო ოსტიგორი და იენს კაიუსტე, ხოლო...
ტევესს გული წაუვიდა და თავი დაარტყა
39 წლის არგენტინელ ვეტერან კარლოს ტევესს შინ თავბრუ დაეხვა. მან გონება დაკარგა და თავი დაარტყა. როგორც იტყობინებიან, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ საავადმყოფოში ტევესს ნაკერები დაადეს. მას მარცხენა წარბი ჰქონდა გახეთქილი. არგენტინული გაზეთის „ოლეს” ონლაინ ვერსია იუწყება, რომ „ინდეპენდიენტეს” მწვრთნელს საავადმყოფოში მისი ერთ-ერთი ქალიშვილი გაჰყვა. საბედნიეროდ საავადმყოფო მათ სახლთან ახლოს იყო. ექიმებმა ვეტერანი მალევე გამოწერეს,...









