სერია A-ს 2023-24 წლების სეზონის მეათე ტურის მთავარი მატჩი გახლავთ „ნაპოლი” – „მილანი”. ეს ორი გუნდი „დიეგო მარადონაზე” ერთმანეთს კვირას დაუპირისპირდება. ბუნებრივია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ორივე მწვრთნელი გამარჯვებას ელის, რაც მათ მატჩისწინა პრეს-კონფერენციებსაც დაეტყო. როგორც რუდი გარსიამ ასევე სტაფენო პიოლიმ დაუფარავად გამოხატეს სამი ქულის მოპოვების სურვილი.
მოლოდინის თანახმად შეხვედრა დაბალანსებული უნდა გამოვიდეს. ასეთ დროს კი პროგნოზირება ძნელია. ამის მიუხედავად, ანტონიო კასანომ და კრისტიან ვიერიმ Bobo TV-ზე თავიანთი მოლოდინის ხმამაღლა გამოთქმა გაბედეს.
„შეხვედრა დასრულდება „მილანის” გამარჯვებით 2:1″, — თქვა „ბარის”, „რომას”, „რეალის”, „სამპდორიას”, „მილანის”, „ინტერის” „პარმას” და „ვერონას” ყოფილმა ფეხბურთელმა კასანომ.
„ჩემი აზრით კი „ნაპოლი” მოიგებს 2:0-ს”, — თქვა „ტორინოს”, „პიზას”, „რევენას”, „ვენეციას”, „ატალანტას”, „იუვენტუსის”, „ატლეტიკოს”, „ლაციოს”, „ინტერის”, „მილანის”, „მონაკოს”, „სამპდორიასა” და „ფიორენტინას” ვეტერანმა ვიერიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
