წელი: 2023

Home 2023
ბასილაშვილს მოგება მოენატრა
ჩანაწერი

ბასილაშვილს მოგება მოენატრა

დაიწყო 2023 წელი და ნიკოლოზ ბასილაშვილი 2022-ის მსგავსად წაგებების „შეგროვებას“ შეუდგა. ნიკამ წლის პირველი მატჩი 2 იანვარს, ინდოეთში, პუნეს ტურნირზე იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან წააგო, ხოლო დღეს, ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში კვალიფიკაციის ნახევარფინალში, შვედ მაიკლ იმერთან ორ სეტში დამარცხდა. უფრო სწორად, ნიკამ პირველი სეტი 1:6 წააგო, ხოლო მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, თამაში შეწყვიტა. სავარაუდოდ, ბასილაშვილი...

სანამ გატუზო კადისთან აგებდა
ჩანაწერი

სანამ გატუზო კადისთან აგებდა

პარასკევს ქურდებმა „ვალენსიას” მწვრთნელის ჯენარო გატუზოს სახლში სცადეს შეღწევა. როგორც Las Provincias იტყობინება ბოროტმოქმედებს განზრახვაში ხელი უსაფრთხოების სისტემამ და ორმა ძაღლმა შეუშალეს. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც იტალიელი „მესტალიაზე” იყო და „ჩეებს” „კადისთან” შეხვედრაში ხელმძღვანელობდა. „კადისმა” გაიმარჯვა 1:0. მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მავანნი „ვალენსიას” წევრის ბინის გაქურდვას ცდილობენ. აგვისტოში ლა ლიგის ერთ-ერთი შეხვედრის...

ნაპოლის იუდა შეემატა
ჩანაწერი

ნაპოლის იუდა შეემატა

„ნაპოლიმ” ბარტოშ ბერეშინსკი დაიმატა და ეს ინფორმაცია პირველმა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაწერა თავის ტვიტერზე. „კეთილი იყოს შენი მობრძანება ბარტოშ!”, — დაპოსტა ბიზნესმენმა. ბერეშინსკი „ნაპოლიში” იჯარის წესით „სამპდორიადან” გადავიდა. ბედის ირონია სწორედ ის არის, რომ დღეს „აძური” მაინცდამაინც გენუაში თამაშობს ანუ 30 წლის მარჯვენა მცველის დებიუტი შეიძლება იმ გუნდის წინააღმდეგ შედგეს, სადაც 2017 წლიდან...

კორიერე დელა სერა: კვარას სურს კვლავ გადამწყვეტი ფიგურა გახდეს
ჩანაწერი

კორიერე დელა სერა: კვარას სურს კვლავ გადამწყვეტი ფიგურა გახდეს

მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია გამოჯანმრთელდა და ფიზიკურად ჩინებულ ფორმაშია, კვარა გადამწყვეტი ფიგურა ჯერ არ არის, — წერს იტალიური პრესა, — ფეხბურთი, რომელიც მან დეკემბრის ამხანაგურ შეხვედრებსა და სერია A-ს განახლებული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ითამაშა, ის არ იყო რასაც ელოდნენ. არადა „კორიერე დელა სერას“ აზრით „ნაპოლის” ძალიან სჭირდება ქართველის ნიჭი, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს გაუჭირდება...

მარტინესი პორტუგალიაში…
ჩანაწერი

მარტინესი პორტუგალიაში…

ბელგიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ესპანელი რობერტო მარტინესი, დიდი ალბათობით, პორტუგალიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში – ინფორმაციას გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, მწვრთნელსა და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას შორის  ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. 49 წლის ესპანელის ოფიციალური წარდგენა მომავალი კვირის ბოლოს არის დაგეგმილი. რობერტო მარტინესი 2016 წლიდან ბელგიის ნაკრებს წვრთნიდა. მან ეს პოსტი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის...

დიდიე 2026 წლამდე…
ჩანაწერი

დიდიე 2026 წლამდე…

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვთნელის პოსტზე მუშაობას განაგრძობს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა – განახლებული ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი და 2021 წლის ერთა ლიგა, აგრეთვე ითამაშა ევრო 2016-სა და მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის...

ხვიჩას ვარჯიში იმიტომ არ გამოუტოვებია, რომ…
ჩანაწერი

ხვიჩას ვარჯიში იმიტომ არ გამოუტოვებია, რომ…

იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჭორებს ნათელი მოჰფინა. საქმე ის არის, რომ ქართველმა გარემარბმა გუშინ არ ივარჯიშა, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. დაირხა ხმა, თითქოს ხვიჩა „ინტერთან” თამაშის დროს დაშავდა და „სამპდორიასთან” გუნდს ვერ დაეხმარება. ალვინომ ტვიტერზე დაწერა: „ჯობს დავწყნარდეთ. კვარაცხელიამ ვარჯიში იმიტომ კი არ გამოტოვა, რომ „სან სიროზე” ფეხებში ურტყეს (და ამ დარტყმების...

გატუზოს გუნდმა ზედიზედ მეორედ წააგო
ჩანაწერი

გატუზოს გუნდმა ზედიზედ მეორედ წააგო

„ვალენსიასა” და „კადისის” შეხვედრა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით (1:0) დასრულდა, ათიოდ წუთით გვიან იმიტომ დაიწყო, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი გახდა ცუდად. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ უშველეს. რაც შეეხება თავად მატჩს, „მარკა” მას მსოფლიოს ჩემპიონატის კონტექსტში განიხილავს და წერს, რომ შემოდგომაზე ჩატარებულმა მუნდიალმა ჯენარო გატუზოს გუნდს ცუდი საქმე გაუკეთა. ატიპიური შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა „ღამურებმა” ზედიზედ ორი...

ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა…
ჩანაწერი

ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა…

2023 წლის 6 იანვარს, 58 წლის ასაკში იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბოს დაავადება გახდა. ვიალი დიდხანს ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გაუარესდა, მან სიცოცხლის ბოლო დღეები კლინიკაში გაატარა. ვიალიმ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 59 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. შესანიშნავი ფორვარდის პირველი პროფესიული კლუბი მშობლიური “კრემონეზე” (113...

ესპანეთის სუპერთასი და ტექნოლოგიები
ჩანაწერი

ესპანეთის სუპერთასი და ტექნოლოგიები

ესპანეთის სუპერთასი მომდევნო კვირაში, კერძოდ 11 იანვარს ოთხთა ტურნირის ფორმით ჩატარდება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ამ შეჯიბრებაში ახალი ტექნოლოგია გამოცადოს. „მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით ტურნირზე, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველად იმუშავებს VAR, რომელიც თამაშგარე მდგომარეობას ავტომატურად დააფიქსირებს. ეს გახლავთ ტექნოლოგია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებში უკვე ვნახეთ. ის ანალიზს...