ესპანეთის სუპერთასი მომდევნო კვირაში, კერძოდ 11 იანვარს ოთხთა ტურნირის ფორმით ჩატარდება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ამ შეჯიბრებაში ახალი ტექნოლოგია გამოცადოს. „მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით ტურნირზე, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველად იმუშავებს VAR, რომელიც თამაშგარე მდგომარეობას ავტომატურად დააფიქსირებს.
ეს გახლავთ ტექნოლოგია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს ჩემპიონატის თამაშებში უკვე ვნახეთ. ის ანალიზს უკეთებს თამაშგარე მდგომარეობის სურათებს და მსაჯს ზუსტად ეუბნება იყო თუ არა ოფსაიდი.
შეგახსენებთ, რომ ავტორების აზრით ამ მეთოდის იდეა ის გახლავთ, რომ ხაზები ადამიანებმა კი არ გაავლონ, არამედ კომპიუტერმა თავად გაზომოს მანძილები სანტიმეტრების სიზუსტით და ამით ყველაფერთან ერთად დროც დაიზოგოს.
საყოველთაო აღიარებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალმა ტექნოლოგიამ კარგად იმუშავა. იყო მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც მსაჯებს მისი გამოყენება როგორც ჩანს დაავიწყდათ და ეკრანს მიჩერებულები ძველებურად ავლებდნენ ხაზებს.
ამრიგად, ახალი ტექნოლოგიის წყალობით თამაშგარე მდგომარეობის განსაზღვრა მსაჯების პრეროგატივა აღარ იქნება.
საინტერესოა, რომ აღნიშნული სიახლის პარალელურად ესპანეთის სუპერთასის შეხვედრებში არ გამოიყენებენ კარის ხაზის ტექნოლოგიას. ფედერაციას მიაჩნია, რომ იმის დასადგენად, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი, ჩვეულებრივი გამოსახულებაც საკმარისია და დამატებით აპარატურაში ფულის ხარჯვა საჭირო არ არის.
სუპერთასის ტურნირში მონაწილეობს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”. ის ნახევარფინალში „რეალს” ხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ბარსელონა” და „ბეტისი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
