წელი: 2023

Home 2023
…მაგრამ მოდი მსაჯობაზე ვილაპარაკოთ
ჩანაწერი

…მაგრამ მოდი მსაჯობაზე ვილაპარაკოთ

გულწრფელად რომ ვთქვათ, „ნაპოლი” „ინტერთან” დამარცხებას იმსახურებდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ინტერმა” ბრწყინვალედ ითამაშა. პირიქით, ინძაგიმ უხსოვარი დროის ფეხბურთით მოიგო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც „ინტერმა” გააკეთა ანაქრონიზმი იყო, მაგრამ, მასპინძლებმა მაინც დამსახურებულად გაიმარჯვეს. ამ სამართლიანი განცხადების შემდეგ კი წუთით მსაჯობაზე გადავერთოთ. როდესაც მრავალგზის გაკრიტიკებული მილანელი არბიტრი სიმონე სოცა „მშობლიურ მინდორზე” გადის, ეტყობა ქედმაღლობას...

სპალეტი ჭორებისა და შეთქმულების თეორიის წინააღმდეგ
ჩანაწერი

სპალეტი ჭორებისა და შეთქმულების თეორიის წინააღმდეგ

„ილ მატინო” წერს, რომ ლუჩანო სპალეტის დამარცხებაზე არანაკლებ ჭორების ეშინია. ოთხშაბათ საღამოს „ინტერთან” 0:1 წაგების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა სცადა მიმდინარე სეზონში მეორე მარცხის სიმწარე გადაელახა და ცხოვრება გაეგრძელებინა, რაც სწორი დამოკიდებულებაა. შეგახსენებთ, რომ „ინტერთან” წაგებამდე „აძურის” ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” დაუცდა ფეხი, მაგრამ იმ მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა. „ნერაძურისთან” თამაშის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე სპალეტიმ ჯერ...

განკიცხულნი
ჩანაწერი

განკიცხულნი

ყოფილი და მოქმედი ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებიც პელეს დაკრძალვაზე არ მივიდნენ, გულშემატკივრებმა მკაცრად გააკრიტიკეს. განსაკუთრებით მათ დაემდურნენ, ვინც სოციალურ ქსელებში სამძიმარი დაწერა, დასაფლავებაზე კი არ ჩავიდა. უპირველესად პელეს თანაკლუბელ, სანტოსელ ნეიმარს „მოხვდა.“ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა პელესადმი გამოსათხოვარი წერილი დაწერა, თუმცა ამით ფანების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ერთი ქომაგი წერს: „ლაპარაკი ადვილია. შენ დაკრძალვაზე მამა გაგზავნე, თავად კი...

დელეი მიუნხენში
ჩანაწერი

დელეი მიუნხენში

ნიდერლანდების ნაკრების მცველი დელეი ბლინდი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდა. 32 წლის მცველმა 5 იანვარს, მიუნხენში, სამედიცინო შემოწმება გაიარა, კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და „ბაიერნნმა“ იგი ოფიციალურად წარადგინა. ნიდერლანდელმა ცოტა ხნის წინ „აიაქსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. მიუნხენელებმა მასთან თანამშრომლობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო ლუკა ერნანდესმა და ის თამაშს მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე ვერ...

ლოჩოშვილის გუნდის უიღბლობა
ჩანაწერი

ლოჩოშვილის გუნდის უიღბლობა

თუკი სერია A-ში უიღბლო გუნდს ეძებთ, ეს ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეა”. მასიმილიანო ალვინის შეგირდებმა „იუვენტუსთან” შეხვედრაში თავი დადეს, ვაჟკაცურად იბრძოლეს, მიუხედავად იმისა, რომ მრისხანე მეტოქე ჰყავდათ, ყრუ დაცვაშიც არ ჩამდგარან, მაგრამ შეხვედრის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში, პოლონელმა არკადიუშ მილიკმა საჯარიმო დარტყმით გაუტანა და მთელი ჯაფა წყალში ჩაეყარათ. შედეგად, „იუვე” მეოთხე ადგილზეა, „კრემონეზე” კი მეცხრამეტეზე. კრემონელებს სერია...

ჩამქრალი ოსიმენი და კვარაცხელია
ჩანაწერი

ჩამქრალი ოსიმენი და კვარაცხელია

რომაული გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” ტრადიციულად მატჩის საუკეთესო მოთამაშეს და იმედგაცრუებას ასახელებს. ცხადია, გამოცემამ „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრაც შეაფასა. „ინტერმა” ედინ ჯეკოს გოლით 1:0 მოიგო და „ნაპოლისთან” სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა. გაზეთი წერს, რომ 2023 წლის პირველი შეხვედრა „აძურისთვის” იმ ვარსკვლავური შემადგენლობის კვალობაზე, რომელიც მოედანზე ჰყავდა, მოსაწყენი გამოვიდა. „კორიერე დელო სპორტის” აზრით მატჩის გმირი იყო...

ანტი-კვარული ოპერაცია
ჩანაწერი

ანტი-კვარული ოპერაცია

გთავაზობთ ვრცელ ამონარიდებს მილანური „ლა გაძეტა დელოს სპორტის” მიმოხილვიდან, რომელიც საუკუნოვანმა იტალიურმა გაზეთმა „ინტერისა” და „ნაპოლის” შეხვედრას მიუძღვნა: „ინტერმა” „ნაპოლი” დაამარცხა და სერია A-ს ტიტულისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა. ახლა „ნერაძური” ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება. „ნაპოლის” აგრეთვე მოსდევენ „მილანი”, რომელსაც ლიდერზე 5 ქულით ნაკლები აქვს და „იუვენტუსი”, რომლის ჩამორჩენაც 7 ქულას უდრის. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა...

ხელბურთმა წელი მარცხით დაიწყო
ჩანაწერი

ხელბურთმა წელი მარცხით დაიწყო

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. საამისოდ ტიტე კალანდაძის გუნდი საბერძნეთში შეიკრიბა, სადაც მასპინძლებს ერთხელ უკვე შეხვდა და ხვალ მეორედაც გაეჯიბრება. პირველი მატჩი კი დღეს გაიმართა და ელადელთა გამარჯვებით 34:32 დასრულდა. მასპინძლები საწყისი წუთებიდანვე ლიდერობდნენ და ერთ მომენტში სხვაობამ 5 ბურთსაც მიაღწია, მაგრამ ტაიმი ბერძნებმა 17:14 მოიგეს. შესვენების შემდეგ კალანდაძის გუნდი...

ახალი დირექტორი ახალი მწვრთნელით
ჩანაწერი

ახალი დირექტორი ახალი მწვრთნელით

წყალტუბოს „სამგურალი“ ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც ცნობილია, გუნდის მწვრთნელ გიორგი მიქაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი გიორგი მიქაძის ნაცვლად ახალი სეზონიდან გუნდს გიორგი ჭელიძე გაწვრთნის. ჭელიძე გასული სეზონის დასაწყოსში „თელავში“ მუშაობდა, საიდანაც სეზონის შუაში წამოვიდა, გასული ჩემპიონატის ბოლოს ის ბოლნისის „სიონში“ დაინიშნა, მაგრამ გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვება ვერ მოახერხა. მთავარი მწვრთნელის...

პიკე საკუთარ კლუბში
ჩანაწერი

პიკე საკუთარ კლუბში

„ბარსელონასა“ და ესპანეთის  ნაკრების ყოფილმა მცველმა ჟერარ პიკემ, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა გააგრძელოს. მოსალოდნელია, რომ 35 წლის ესპანელი კლუბ „ანდორას“ მაისურას მოირგებს, რომლის მფლობელი თავადაა. ერთადერთი რამაც მას შეიძლება ხელი შეუშალოს, ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ფინანსური წესებია. სწორედ მეორე დივიზიონში თამაშობს „ანდორა“ და 21 მატჩის შემდეგ, 29 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. პიკემ ფეხბურთელის კარიერა 2022...