ნიდერლანდების ნაკრების მცველი დელეი ბლინდი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი გახდა.
32 წლის მცველმა 5 იანვარს, მიუნხენში, სამედიცინო შემოწმება გაიარა, კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და „ბაიერნნმა“ იგი ოფიციალურად წარადგინა.
ნიდერლანდელმა ცოტა ხნის წინ „აიაქსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. მიუნხენელებმა მასთან თანამშრომლობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო ლუკა ერნანდესმა და ის თამაშს მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე ვერ შეძლებს.
მიმდინარე სეზონში დელეი ბლინდმა „აიაქსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგლე პასი გააკეთა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
