„ნაპოლიმ” ბარტოშ ბერეშინსკი დაიმატა და ეს ინფორმაცია პირველმა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაწერა თავის ტვიტერზე. „კეთილი იყოს შენი მობრძანება ბარტოშ!”, — დაპოსტა ბიზნესმენმა.
ბერეშინსკი „ნაპოლიში” იჯარის წესით „სამპდორიადან” გადავიდა. ბედის ირონია სწორედ ის არის, რომ დღეს „აძური” მაინცდამაინც გენუაში თამაშობს ანუ 30 წლის მარჯვენა მცველის დებიუტი შეიძლება იმ გუნდის წინააღმდეგ შედგეს, სადაც 2017 წლიდან თამაშობდა.
საინტერესოა, რომ ბერეშინსკის ჯერ კიდევ წლების წინ შეარქვეს მეტსახელად იუდა. დაბადებით პოზნანელი სიყმაწვილეში მშობლიური ქალაქის გუნდ „ლეხში” გამოდიოდა, საიდანაც ვარშავის „ლეგიაში” გადავიდა, „ლეხი” და „ლეგია” კი „დაუძინებელი მტრები” არიან.
„ნაპოლიში” ბერეშინსკის თანამემამულე პიოტრ ჟელინსკი დახვდა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
სიახლეები16/09/2026 | 08:49ტოპმიოლერი გააგდეს!
მთავარი ამბავი16/09/2026 | 07:26შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
