შემტევი გუნდი „კატენაჩოსა” და კონტრშეტევის წინააღმდეგ — აი, ეს იქნება „ნაპოლისა” და „იუვენტუსის” შეხვედრა. გავიხსენოთ, რა ვნახეთ დღევანდლამდე და გადავხედოთ ორი გუნდის ისტორიას. ერთი მხრივ არის სპალეტი, ლამაზი, გამომწვევი ფეხბურთის მოყვარული და მეორე მხრივ ალეგრი ხშირად ულამაზო, სტატიკური თამაშით, მაგრამ დიდებული დაცვით (17 ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები,7 გოლი აქვს გაშვებული) და უნიკალური უნარით გაიტანოს გამარჯვების...
წელი: 2023
დინამოს მეხუთე მარცხი
თბილისის „დინამო“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში ისევ უქულოდ არის. დეან სტანოიევიჩის გუნდი სერბულ „რადნიჩკის“ ესტუმრა და ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა – 10:11. არადა, პირველი ქულების შანსი იყო – პირველი მეოთხედი „დინამომ“ 3:2 მოიგო, მაგრამ მასპინძლებმა მეორე მეოთხედში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მესამეში სულაც წინ გავიდნენ – 9:8. დასკვნით ნაწილში ჩვენებმა გათანაბრება მოახერხეს, შემდეგ ისევ ჩამორჩნენ, ბოლო წამებზე...
ტალანტი ქუთაისში… მაკედონიიდან
ახალი სეზონის დაწყებამდე ქუთაისის „ტორპედომ“ სატრანსფერო საქმიანობა დაიწყო. კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე მოთამაშესთან აწარმოებს მოლაპარაკებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ქუთაისელებმა პირველ ტრანსფერიც განახორციელეს – მომავალი სეზონიდან გუნდის ღირსებას 18 წლის ჩრდილოეთმაკედონიელი დაშმირ ელეზი დაიცავს, რომელიც მანამდე ადგილობრივ კლუბ „შკენდიაში“ თამაშობდა. მაკედონიის მიმდინარე ჩემპიონატში ელეზიმ „შკენდიაში“ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ტორპედოელთა ახალწვეული „გარდიანის“ ვერსიით...
კარიერა პარიზში…
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ლიონელ მესიმ ევროპული კარიერა პარიზში დაასრულოს. იდეის არსი ის არის, რომ მესი შეიძლება მომავალში სხვა კონტინენტის კლუბში გადავიდეს, მაგრამ ევროპული კარიერა პარიზში უნდა დაასრულოს. „ლიონელი კარიერას პარიზში ასრულებს“, – ასეთი ლოზუნგის გამოყენებას აპირებენ ფრანგები, რათა არგენტინელის სახელი ოდნავ მაინც დააშორონ ბარსელონას. კონტრაქტის გახანგრძლივებას წინ ოთხთვიანი მოლაპარაკებები უძღვოდა ფეხბურთელის მამას, ხორხეს,...
ლოჩოშვილის მწვრთნელი ბოდიშს იხდის
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” მიმდინარე სეზონში მეათე შეხვედრა წააგო. ამჯერად ის უშუალო კონკურენტმა „ვერონამ” დაამარცხა, 2:0. შედეგად, „კრემონეზე” სერია A-ს ცხრილში ბოლო ადგილზეა. მატჩის დამთავრების შემდეგ მომხდარს კომენტარი გაუკეთა კრემონელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ: „სულ სხვანაირ მატჩს ველოდი. სხვა რამის გაკეთება გვინდოდა. არ გამოგვივიდა. ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს იმის გამო, რომ დასახული გეგმა ვერ შევასრულეთ. პირველი 6-7 წუთი...
ნაპოლი vs იუვენტუსი მაღალი რისკის ქვეშაა
13 იანვარს სერია A-ში პრინციპული მატჩია: „ნაპოლი” „იუვენტუსს” მასპინძლობს. ამ შეხვედრას სპორტულ ღონისძიებათა ზედამხედველობის ეროვნულმა სამსახურმა მაღალი რისკის კატეგორია მიანიჭა. ხსენებული ორგანოს შემდეგი სხდომა ხვალ გაიმართება. მან უნდა განიხილოს დამატებითი ინფორმაცია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კვირას მომხდარი ინციდენტები, შეიმუშაოს ახალი რეკომენდაციები და მიაწოდოს შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოსის. ჯერჯერობით, რეკომენდაციები ასეთია: „მარადონაზე” დასასწრები ბილეთები მიჰყიდონ „იუვენტუსის”...
ვანო-ლელო
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული „ბრივის“ კვაჭმა ვანო კარკაძემ 16-თვიანი პაუზის შედეგ ლელოს გატანა მოახერხა. ტოპ 14 22 წლის პირველხაზელი ტოპ 14-ის მე-18 ტურის მატჩში 42-ე წუთზე ჩაერთო, მისი გუნდი მორიგ სენსაციას თანდათან უახლოვდებოდა, ამარცხებდა რა „ტულონს“. ჰოდა, თამაშის მიწურულს, 78 წუთზე, როცა მასპინძელმა ბრიველებმა ტულონელთა 5-მეტრა ხაზთან დერეფანი მოიგეს, ჩაშლილი მოლიდან ბურთი სწორედ კარკაძემ...
პსჟ და მამლები
კომპანია Qatar Sports Investments, რომელიც პარი სენ-ჟერმენის მფლობელია, კიდევ ერთ კლუბში აპირებს ინვესტიციის ჩადებას. კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ ინგლისის პრემიერლიგის კლუბებთან. ყველაზე მეტად ისინი „ტოტენჰემით“ დაინტერესდნენ, კომპანიის გენერალური დირექტორი და პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი უკვე შეხვდა ლონდონელ კოლეგა დანიელ ლევის. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამასთან, არაბები ჯერ არ შეხმიანებიან „ლივერპულს“, რომლის აქციებიც ასევე გაიტანეს...
მბაპემ ფედერაციის პრეზიდენტს უპასუხა
„ზიდანი საფრანგეთია. ჩვენ კი ამხელა ლეგენდას პატივს არ ვცემთ”, — დაწერა კილიან მბაპემ ტვიტერზე. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონისა და 2022 წლის ვიცე-ჩემპიონის ამ ტვიტმა გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ნაკრების მწვრთნელად დიდიე დეშამს ტოვებს. მოგეხსენებათ, პარიზში „ლურჯების” თავკაცის თანამდებობაზე დეშამის ნაცვლად ზიდანის დანიშვნის ვარიანტს კარგა ხანს განიხილავდნენ. გარდა...
ნაპოლი ზამთრის ჩემპიონია
სერია A-ში „მილანმა” „რომასთან” 2:2 ითამაშა, „იუვენტუსმა” „უდინეზესთან” შეხვედრის ბოლოს გატანილი, მისთვის უკვე „კლასიკური” (რადაც უნდა დამიჯდეს მაინც გავიტან) გოლით გაიმარჯვა, „ინტერმა” კი თანაქალაქელის მსგავსად „მონცასთან” 2:2-ზე სახეირო ვერაფერი მოახერხა. კონკურენტთა ასეთი შედეგების ფონზე გენუაში, „სამპდორიათან”, „ნაპოლიმ” დაგეგმილი და მოსალოდნელი 2:0 მოგებით ეგრეთწოდებული ზამთრის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა — ის პირველი წრის გამარჯვებულია. ასეთი რამ ნეაპოლელთა...









