სერია A-ში „მილანმა” „რომასთან” 2:2 ითამაშა, „იუვენტუსმა” „უდინეზესთან” შეხვედრის ბოლოს გატანილი, მისთვის უკვე „კლასიკური” (რადაც უნდა დამიჯდეს მაინც გავიტან) გოლით გაიმარჯვა, „ინტერმა” კი თანაქალაქელის მსგავსად „მონცასთან” 2:2-ზე სახეირო ვერაფერი მოახერხა. კონკურენტთა ასეთი შედეგების ფონზე გენუაში, „სამპდორიათან”, „ნაპოლიმ” დაგეგმილი და მოსალოდნელი 2:0 მოგებით ეგრეთწოდებული ზამთრის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა — ის პირველი წრის გამარჯვებულია. ასეთი რამ ნეაპოლელთა გუნდის ისტორიაში მეექვსედ მოხდა.
მე-17 ტურის შემდეგ „აძური” 44 ქულით პირველ ადგილზეა. მას მოსდევენ 37 ქულიანი „იუვენტუსი” და „მილანი”. მეოთხე ადგილზე მყოფი „ინტერი” ლიდერს ისევ 10 ქულით ჩამორჩება, დედაქალაქის ორ გუნდს, „ლაციოსა” და „რომას” კი 31 ქულა აქვთ.
როგორც მოგახსენეთ, ეს მეექვსე შემთხვევაა, როდესაც „პარტენოპეელები” ზამთრის ჩემპიონები ხდებიან. ადრე ასეთი რამ 1986-87, 1987-88, 1989-90, 2015-16 და 2017-18 წლების სეზონებში მოხდა. როგორც ხედავთ, ბოლო წლებში „აძური” პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ პოზიციას ვეღარ ინარჩუნებდა და სკუდეტოს სხვებს უთმობდა. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ამჯერად ეს აღარ გამეორდება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
