წელი: 2023

Home 2023
ელმასი: მთავარი ელემენტი სპალეტია
ჩანაწერი

ელმასი: მთავარი ელემენტი სპალეტია

„სპალეტი რომ არა, ჩვენ ამ სეზონში ასე კარგად ვერ ვითამაშებდით. ის ჩვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იმედი მაქვს, რომ მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გავძლიერდებით”, — თქვა „ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა Radio Kiss Kiss-თან ინტერვიუში და დასძინა: „მე მის გუნდებს ბავშვობიდან ვაკვირდები. მათი თამაშის ცქერა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მახსოვს მისი „რომა”. ის დიდი...

მარიო რუი დასაჯეს
ჩანაწერი

მარიო რუი დასაჯეს

„ნაპოლის” მარცხენა მცველს მარიო რუის სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „ემპოლისთან” მიღებული წითელი ბარათი ძვირად დაუჯდა — მას ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ვერდიქტში წერია: „ის მეორე ტაიმის 22-ე წუთზე ჩვეულებრივი ორთაბრძოლის შედეგად დაეცა მოედანზე, ბურთი შორს იყო, მან კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს განზრახ ამოარტყა საზარდულში ფეხი”. 31 წლის პორტუგალიელი ორ შეხვედრას გამოტოვებს: პარასკევს „ლაციოსთან”, რომელსაც „ნაპოლის” ყოფილი...

ხვიჩას და ვიქტორის თებერვალი…
ჩანაწერი

ხვიჩას და ვიქტორის თებერვალი…

სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატი „ნაპოლის“ დომინაციით მიმდინარეობს. ნეაპოლელთა ტრიუმფში კი ძალიან დიდია ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წვლილი. სტატისტიკსა და ანალიზის ვებ გვერდმა www.whoscored.com-მა კვარაცხელია და ოსიმენი თებერვლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ეს რომ ლოგიკური გადაწყვეტილებაა, ამაზე თებერვლის სტატისტიკაც მეტყველებს – „ნაპოლიმ“ ამ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხივე მოიგო, თან ისე, რომ საკუთარ კარში გოლი...

ოსიმენის ნიღაბი…
ჩანაწერი

ოსიმენის ნიღაბი…

ქირურგიის პროფესორმა ჯანპაოლო ტარტარომ ჟურნალისტებთან თვალის ოპერაციაზე ისაუბრა, რომელიც „ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა 2021 წლის ნოემბერში გადაიტანა „ინტერის“ მცველ მილან შკრინიართან შეჯახების შემდეგ. მაშინ ნიგერიელს ექვსი ფირფიტა და 18 ხრახნი ჩაუდგეს ორბიტალური ძვლისა და ლოყის მრავლობითი მოტეხილობის სამკურნალოდ. „ორბიტალური ძვლის გატეხვამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მხედველობის დაკარგვამდეც კი. მაგრამ, საბედნიეროდ, თვალმა შეძლო ორბიტაზე დაბრუნება და...

ჟიუსტ ფონტენი გარდაიცვალა
ჩანაწერი

ჟიუსტ ფონტენი გარდაიცვალა

ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფონტენი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 1953-1960 წლებში თამაშობდა. მას ეკუთვნის რეკორდი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით. 1958 წლის მონდიალზე ფონტენმა 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ჯამში ეროვნულ ნაკრებში მან 21 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის „ნიცასა“ და „რეიმსში“ თამაშობდა. ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი...

ლიმ, წადი სახლში!
ჩანაწერი

ლიმ, წადი სახლში!

ვალენსიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. „ღამურების” გულშემატკივრებს დიდი ხანია აღარ უნდათ, რომ მათი ქალაქის კლუბი სინგაპურელი მილიარდერის პიტერ ლიმის საკუთრება იყოს და დემონსტრაციები გააძლიერეს. მატჩების დღეს „მესტალიასთან” დაახლოებით 12 000 დემონსტრანტი იკრიბება. გიორგი მამარდაშვილის გუნდის „ვალენსიას” გულშემატკივართა ნაწილმა პროტესტი მადრიდშიც გადაიტანა და ლა ლიგის ოფისთან გაშალა ბანერი წარწერით: „ლიმ, წადი სახლში!”. ფოტო, რომელზეც მადრიდული აქციაა ასახული...

კრისტიან ძაკარდო: ის სამაგალითო ბიჭია, რომელსაც ზეწოლა ვერ თრგუნავს
ჩანაწერი

კრისტიან ძაკარდო: ის სამაგალითო ბიჭია, რომელსაც ზეწოლა ვერ თრგუნავს

დღეს იტალიაში ბევრი ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნიჭი ჯერ კიდევ როდის ჰქონდა შემჩნეული. ერთ-ერთი მათგანია 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, „ბოლონიას”, „პალერმოს”, „ვოლფსბურგის”, „პარმას”, „მილანისა” და კიდევ რამდენიმე სხვა კლუბის ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ძაკარდო. „მე ჯერ კიდევ სამი წლის წინ ამ  ოპერაციის შუამავალი ვიყავი, — უთხრა ძაკარდომ „ლა გაძეტა დელო სპორტს” , — როდესაც ხვიჩა რუსეთში...

ტურინელი მეოთხე მსაჯის ხრიკი მოურინიუს წინააღმდეგ
ჩანაწერი

ტურინელი მეოთხე მსაჯის ხრიკი მოურინიუს წინააღმდეგ

გიორგი ლოჩოშვილი ფიფამ „ფეარ ფლეის” პრიზით დააჯილდოვა, მეორე დღეს კი მისმა „კრემონეზემ” შინ 2:1 დაამარცხა „რომა”. გიორგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ეს გახლდათ კრემონელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში. მე-17 წუთზე ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა ფრანკ ცაჯუმ, 71-ეზე ლეონარდო სპინაცოლამ გაქვითა, მაგრამ 83-ე წუთზე სტუმართა კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც დანიელ ჩიოფანიმ გაიტანა. მეორე ტაიმი ორიოდ წუთის დაწყებული...

გვარდიოლა მანჩესტერზე…
ჩანაწერი

გვარდიოლა მანჩესტერზე…

გასულ კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 2:0 დაამარცხა და 2017 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. მანამდე თანაქალაქელი „სიტი“ პეპ გვარდიოლას მეთაურობით, ამ პრიზს ზედიზედ ოთხჯერ ფლობდა (2018-2021). შარშან კი „ლივერპულის“ ჯერი დადგა. პრესკონფერენციაზე გვარდიოლას ჰკითხეს, შეიძლება თუ არა თქმა, რომ „იუნაიტედი“ ისევ ძლიერი კლუბია. „ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო, არა? ცოტა...

ეს ფენომენალური დავით ნინიაშვილი!
ჩანაწერი

ეს ფენომენალური დავით ნინიაშვილი!

ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ში თავის მორიგ შედევრალურ მატჩს ატარებდა, ხოლო საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისტორიას ქმნიდა, ქართული რაგბის ამბები რამდენადმე ჩრდილში მოექცა, არადა ქართული ნიჭის ზეიმი სწორედ ტოპ 14-ში იყო თუ იყო. ნაკრებიდან თავის „ლიონში“ დაბრუნებულმა დავით ნინიაშვილმა „რასინგ-92“-თან მატჩი საკუთარ ბენეფისად აქვია. 20 წლის უკანახაზელმა 2 ლელო გაიტანა და პირადი სეზონური ანგარიში 7...