ქირურგიის პროფესორმა ჯანპაოლო ტარტარომ ჟურნალისტებთან თვალის ოპერაციაზე ისაუბრა, რომელიც „ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა 2021 წლის ნოემბერში გადაიტანა „ინტერის“ მცველ მილან შკრინიართან შეჯახების შემდეგ.
მაშინ ნიგერიელს ექვსი ფირფიტა და 18 ხრახნი ჩაუდგეს ორბიტალური ძვლისა და ლოყის მრავლობითი მოტეხილობის სამკურნალოდ.
„ორბიტალური ძვლის გატეხვამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მხედველობის დაკარგვამდეც კი. მაგრამ, საბედნიეროდ, თვალმა შეძლო ორბიტაზე დაბრუნება და ვფიქრობ, ფირფიტების და ხრახნების ამოღების ოპერაცია ვიქტორს შეიძლება აღარც დასჭირდეს. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის – მაგალითად, ინფექციის განვითარება.
ჩვენ უმაღლესი ხარისხის ფირფიტები გამოვიყენეთ და ძალიან ფრთხილად შევისწავლეთ მათი იმპლანტაციის ადგილი. ისინი მაქსიმალურად იმუშავებენ, როცა ვიქტორი ბურთს თავს დაარტყამს.
ახლა ოსიმენი კიდევ უფრო კარგად თამაშობს, ის მსოფლიო დონის შემტევი გახდა და არ იხსნის ნიღაბს, რადგან ეს მას დამატებით თავდაჯერებულობას ანიჭებს“, – თქვა ტარტარომ.
24 წლის ოსიმენი ამ სეზონში იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია. მან 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
