გიორგი ლოჩოშვილი ფიფამ „ფეარ ფლეის” პრიზით დააჯილდოვა, მეორე დღეს კი მისმა „კრემონეზემ” შინ 2:1 დაამარცხა „რომა”. გიორგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ეს გახლდათ კრემონელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში. მე-17 წუთზე ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა ფრანკ ცაჯუმ, 71-ეზე ლეონარდო სპინაცოლამ გაქვითა, მაგრამ 83-ე წუთზე სტუმართა კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც დანიელ ჩიოფანიმ გაიტანა.
მეორე ტაიმი ორიოდ წუთის დაწყებული იყო, როდესაც მსაჯმა მარკო პიჩინინიმ რომაელთა მარად სკანდალებში გახვეული თავკაცი მოურინიუ გააძევა. „განსაკუთრებული” ჯერ კიდევ პირველ ტაიმში აპროტესტებდა მსაჯის გადაწყვეტილებებს, თუმცა ამჯერად მეოთხე მსაჯის მარკო სერას ნათქვამმა გამოიყვანა წყობიდან. მატჩის შემდეგ მოურინიუმ ასე მოყვა:
„გიჟი კი არ ვარ. რეაქცია იმიტომ მქონდა, რომ მანამდე რაღაც მოხდა. ახლა ვნახავთ, ოფიციალურად რის გაკეთება შეგვიძლია. პიჩინინის წითელი ბარათის ამოღება მეოთხე მსაჯმა უკარნახა, მაგრამ მას ნამუსი არ ეყო რომ გულწრფელად მოეყოლა მანამდე რა მითხრა, როგორც მომექცა, რამ გამოიწვია ჩემი გაცხარება. ძალიან მაინტერესებს არსებობს თუ არა ჩვენი ლაპარაკის აუდიოჩანაწერი.
არ მინდა შევიდე ისეთ დეტალებში, როგორიც არის ის, რომ მეოთხე მსაჯი ტურინელია, ჩვენ კი შემდეგი თამაში „იუვენტუსთან” გვაქვს და მას არ უნდოდა, რომ მე მოედნის კიდესთან ვმდგარიყავი. ასეთი შეურაცხყოფა ჩემთვის არასდროს მოუყენებიათ.
თამაშის შემდეგ მსაჯთა ოთახისკენ წავედი. სხვათა შორის, პიჩიჩინი თავად იყო მეოთხე მსაჯი იმ შეხვედრაში, რომელშიც მე ასევე წითელი ბარათი მივიღე (ლაპარაკია „ტორინოსთან” მატჩზე). მაშინ მან ბევრი ბოდიში მომიხადა არბიტრის გამო, რომელიც თავაზიანად არ მომექცა, ამჯერად კი მითხრა, რომ დღევანდელ მეოთხე მსაჯს ოფიციალური რაპორტის დაწერა დაავალა, სადაც იგი დეტალურად აღწერდა, თუ რა მოხდა, მაგრამ მას მეხსიერების პრობლემა აქვს და ალბათ დაავიწყდა”.
24 ტურის შემდეგ „რომა” 44 ქულით მე-5 ადგილზეა, „კრემონეზემ” კი 12 ქულით ბოლოს წინა ადგილზე გადაინაცვლა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
