ლუკა ლოჩოშვილის „რაიო ვალეკანოში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია – ესპანური კლუბი ქართველის სანაცვლოდ „კრემონეზეს“ 2,7 მილიონ ევროს გადაუხდის – ინფორმაციას GolaTV-ის „ტვიტერის“ გვერდი ავრცელებს. „თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა, ლოჩოშვილი „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერის სავარაუდო ფასი 2,7 მლნ. ევროა, ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია“ – ამტკიცებს GolaTV. ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 17...
ჭდე: კრემონეზე
კრემომ მოიგო, ლოჩომ კარგად ითამაშა
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” „სპეციას” 2:0 მოუგო. ეს გამარჯვება სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ამგვარ ორთაბრძოლებს ექვსქულიანებს უწოდებენ — კრემონელებმა კონკურენტი დაამარცხეს და ახლა მას და „ვერონას” 3 ქულითღა ჩამორჩებიან. „ვერონა” დღეს თამაშობს ლეჩეში. „ლეჩე” ასევე სახიფათო ზონაშია ანუ ეს შეხვედრაც ექვსქულიანთა რიგიდანაა. ამის შემდეგ დარჩება ოთხი ტური, თუმცა რაა დასამალი, რომ „კრემონეზეს”...
ლოჩოს ტაიმზე მეტი
„რომასთან” დაუჯერებელი გამარჯვების შემდეგ „კრემონეზე” „სასუოლოსთან” სტუმრად 2:3 დამარცხდა და რეალობას დაუბრუნდა. რაც კრემონელთა მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გახდა, ქართველ მცველს ლუკა ლოჩოშვილს პირველად მოუხდა მოედანზე კარგა ხნის, ტაიმის და 10 წუთის (მსაჯის წამატებულიანად მეტის) გატარება. ის დაშავებული რუმინელის ვლად კირიკეშის ნაცვლად შევიდა. როდესაც „კრემონეზეს” მწვრთნელად ბალარდინი დანიშნეს, ლუკა ტრავმას მკურნალობდა, ამასობაში კი ახალმა თავკაცმა „თავისი”...
დისკვალიფიკაცია მოუ-ხსნეს!
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა „რომას” პროტესტს. დედაქალაქის კლუბი ჩიოდა, რომ „კრემონეზესთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში მისმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ წითელი ბარათი და თანმდევი ორთამაშიანი დისკვალიფიკაცია დაუმსახურებლად მიიღო. სასამართლომ თქვა, რომ დამატებითი გამოძიება ჯერ კიდევ ჩასატარებელია, მაგრამ მანამდე პორტუგალიელს უფლება აქვს ჩვეულებრივ გააგრძელოს საქმიანობა. დღეს, „იუვენტუსთან” შეხვედრაში ის მოედნის კიდესთან იქნება. გავრცელებული განცხადების თანახმად...
ტურინელი მეოთხე მსაჯის ხრიკი მოურინიუს წინააღმდეგ
გიორგი ლოჩოშვილი ფიფამ „ფეარ ფლეის” პრიზით დააჯილდოვა, მეორე დღეს კი მისმა „კრემონეზემ” შინ 2:1 დაამარცხა „რომა”. გიორგი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ეს გახლდათ კრემონელთა პირველი გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში. მე-17 წუთზე ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა ფრანკ ცაჯუმ, 71-ეზე ლეონარდო სპინაცოლამ გაქვითა, მაგრამ 83-ე წუთზე სტუმართა კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც დანიელ ჩიოფანიმ გაიტანა. მეორე ტაიმი ორიოდ წუთის დაწყებული...
მოდი და გაიგე, რა ხდება კვარას თავში
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „ნაპოლიმ” „კრემონეზეზე” „კოპა იტალიადან” გაგდების გამო შური იძია (3:0) და „აძურის” ფეხბურთელებს შორის ეგრეთწოდებული „ტოპები” და „ფლოპები” გამოარჩია: საუკეთესონი კვარაცხელიამ თავს დღეობა მოუწყო: 7.5 თქვენ მას მარჯვნივ ელით, ის კი მარცხნივ მიდის. თქვენ მას მარცხნივ ელით, ის კი მარჯვნივ მიიწევს. და რას იზამს თუკი მის ჩაკეტვას ორივე მხრიდან შეეცდებიან? მიდი...
ნაპოლი-კრემონეზე: ვინ როგორ და რანაირად
სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ” აუტსაიდერ „კრემონეზეს” 3:0 მოუგო. გოლები გაიტანეს ხვიჩა კვარაცხელიამ, ვიქტორ ოსიმენმა და ელიფ ელმასმა. შეხვედრას პირველიდან ბოლო წუთამდე მასპინძლები აკონტროლებდნენ, თუმცა ლომბარდიელებს ფარ-ხმალი წუთითაც არ დაუყრიათ. მათ შემადგენლობაში კვლავ არ თამაშობდა ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც ტრავმის შემდეგ ვერა და ვერ გამოკეთდა. calcionapoli1926-მა „აძურის” ფეხბურთელები სათითაოდ შეაფასა და დაახასიათა. ქვემოთ ამ შეფასებებს გთავაზობთ. ალექს...
ანტირეკორდში ლუკას მონაწილეობა არ მუღია
როგორც მოსალოდნელი იყო, „კრემონეზესა” და „ლეჩეს” შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, მისი გუნდი კი ძველებურად უხეირო გამოდგა და წააგო — 0:2. არადა, კრემონელებმა რამდენიმე დღის წინ თასიდან თვით „რომა” გამოთიშეს და ბევრს ეგონა, რომ კრიზისი დაძლიეს. „ლეჩემ” ბოლო ხუთ შეხვედრაში პირველად მოიგო, მაგრამ ეს მიმდინარე სეზონში მისი მეხუთე გამარჯვება მაინც იყო. „კრემონეზე” კი...
ლოჩოშვილის გუნდი იტალიის თასის ნახევარფინალშია
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” იტალიის თასის მეოთხედფინალში, რომში 2:1 დაამარცხა „რომა” და ნახევარფინალში გავიდა. ლოჩოშვილი რომ ამ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშებდა, იმთავითვე ცნობილი იყო. ქართველმა მცველმა აგერ უკვე მეოთხე მატჩი გამოტოვა. მას ახალი მწვრთნელის დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია. ბალარდინი კი „რომასთან” გამარჯვებით გახარებული იყო. მან Sport Mediaset-თან ინტერვიუში თქვა: „დღეს „კრემონეზემ” დიდებული შეხვედრა...
ქართველების გარეშე: კრემონეზემ ნაპოლი გააგდო
„მარადონაზე” სენსაცია მოხდა, სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ” იტალიის თასის მერვედფინალში აუტსაიდერ „კრემონეზესთან” წააგო და გავარდა. ორივე გუნდში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები, „ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო „კრემონეზეში” ლუკა ლოჩოშვილი, მაგრამ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არც ერთს მიუღია და არც მეორეს. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. პირველი გოლი მე-18 წუთზე შვეიცარიელმა შარლ პიკელმა შეაგდო. 33-ეზე ბრაზილიელმა ჟუან ჟესუსმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო...









