„იტალიის” თასის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” ხვდება. ჩვენთვის ცნობილია, რომ კვარაცხელია არ ითამაშებს, რადგან ლუჩანო სპალეტიმ „აძურის” წამყვან ფეხბურთელთა დასვენება გადაწყვიტა, ლოჩოშვილის ამბავი კი უცნობია — ათამაშებს თუ არა ქართველ მცველს კრემონელთა ახალი მწვრთნელი დავიდე ბალარდინი გვიან საღამოს გამოჩნდება. ბალარდინის „კრემონეზეში” დებიუტი აქვს. „ილ მატინო” იუწყება, რომ „ნაპოლი” და „კრემონეზე” „დიეგო მარადონაზე”,...
ჭდე: კრემონეზე
ლოჩოშვილის მწვრთნელი ბოდიშს იხდის
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” მიმდინარე სეზონში მეათე შეხვედრა წააგო. ამჯერად ის უშუალო კონკურენტმა „ვერონამ” დაამარცხა, 2:0. შედეგად, „კრემონეზე” სერია A-ს ცხრილში ბოლო ადგილზეა. მატჩის დამთავრების შემდეგ მომხდარს კომენტარი გაუკეთა კრემონელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ: „სულ სხვანაირ მატჩს ველოდი. სხვა რამის გაკეთება გვინდოდა. არ გამოგვივიდა. ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს იმის გამო, რომ დასახული გეგმა ვერ შევასრულეთ. პირველი 6-7 წუთი...
ლოჩოშვილის გუნდის უიღბლობა
თუკი სერია A-ში უიღბლო გუნდს ეძებთ, ეს ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეა”. მასიმილიანო ალვინის შეგირდებმა „იუვენტუსთან” შეხვედრაში თავი დადეს, ვაჟკაცურად იბრძოლეს, მიუხედავად იმისა, რომ მრისხანე მეტოქე ჰყავდათ, ყრუ დაცვაშიც არ ჩამდგარან, მაგრამ შეხვედრის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში, პოლონელმა არკადიუშ მილიკმა საჯარიმო დარტყმით გაუტანა და მთელი ჯაფა წყალში ჩაეყარათ. შედეგად, „იუვე” მეოთხე ადგილზეა, „კრემონეზე” კი მეცხრამეტეზე. კრემონელებს სერია...
კრემონეზემ კვლავ ვერ მოიგო, ალვინი კი ფეხბურთელებს აქებს
„კრემონეზემ”, სადაც ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, სერია A-ში მე-15 შეხვედრა ჩაატარა და მერვედ წააგო. ის იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ მოუგია. ამჯერად, კრემონელებმა, რომელთა რიგებშიც ლოჩოშვილმა მოედანზე 78 წუთი დაჰყო, „ემპოლისთან” სტუმრად წააგეს 0:2. შეცვლის წუთს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ მეორე გოლში, რომელიც „ემპოლიმ” 88-ე წუთზე გაუშვა მას ბრალი არ მიუძღვის. ლოჩოშვილის...
კრემონეზემ კინაღამ ერთი სიცოცხლე გაათავა
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” სტუმრად „სალერნიტანასთან” 2:2 ითამაშა. შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა. ანგარიში მე-3 წუთზე მასპინძელთა პოლონელმა თავდამსხმელმა კრჟიშტოფ პიატეკმა გახსნა, თუმცა ნიგერიელმა დავიდ ოკერეკემ მე-11 წუთზე გაქვითა. 38-ე წუთზე მალელმა ლასანა კულიბალიმ ლუკა ლოჩოშვილთან ორთაბრძოლა მოიგო, პოზიცია გაიუმჯობესა და კვლავ მასპინძლები დააწინაურა, 89- წუთზე კი მოედანზე საოცრად დრამატული სცენა გათამაშდა: „სალერნიტანას” კარში VAR-ის დახმარებით დაინიშნა...
ლოჩოს გუნდი ცუდი არ იყო
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე” სერია A-ში ჯერჯერობით კვლავ გამარჯვების გარეშეა. ამჯერად ქართველი მცველის გუნდმა შინ 0:0 ითამაშა „უდინეზესთან”, რომელიც ამ შეხვედრის წინ მე-8 ადგილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემონელებმა ვერ მოიგეს, „უდინეზესთან” ბრძოლით მოპოვებული ფრე ცუდ შედეგად არ ჩაითვლება. უდინელებს წინა ტურამდე ზედიზედ ცხრა ტურში არ ჰქონდათ წაგებული. შემდეგ „ტორინომ” ისინი 2:1 დაამარცხა და ახლა გუნდს...
ლოჩოშვილის გუნდის წაგება მოსაგებ შეხვედრაში
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” შინ ეგრეთწოდებული 6-ქულიანი შეხვედრა წააგო კონკურენტ „სამპდორიასთან” — 0:1. ამ მარცხმა კრემონელები, რომელთაც 11 ტურში ერთხელაც არ მოუგიათ, ბოლო ადგილზე დაუშვა. მასიმილიანო ალვინის გუნდი სერია A-ში ერთადერთია, რომელსაც გამარჯვება ჯერ არ დაუგემოვნებია, „სამპდორიამ” კი მე-18 ადგილზე აინაცვლა, ოღონდ ეს პოზიციაც გასავარდნთა ზონაშია. გენუელთათვის გუშინდელი მოგება პირველი იყო. სტუმრებმა მატჩის ერთადერთი გოლი 78-ე...
კვარა vs ლოჩო გრძელდება
ხვიჩა კვარაცხელია და ლუკა ლოჩოშვილი კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს 11 იანვარს ნეაპოლში, „დიეგო მარადონაზე” მოხდება: „ნაპოლი” იტალიის თასის მერვედფინალში „კრემონეზეს” უმასპინძლებს. ნეაპოლელთა და კრემონელთა შეხვედრის ამბავი მას მერე გახდა ცნობილი, რაც „კრემონეზემ” სერია B-ში მე-10 ადგილზე მყოფ „მოდენას” უმასპინძლა და დამატებით დროში 4:2 მოუგო. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა. „მოდენას” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი...
ლოჩოს საგოლე პასი, რომელიც კარში შედიოდა
კვირას სერია A-ში ჩინებული თამაში ჰქონდა „კრემონეზეს” ქართველ ცენტრალურ მცველს ლუკა ლოჩოშვილს. „სპეციასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ლუკას სულ 61 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ საგოლე პასი შეესრულებინა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბურთი ლუკასგანაც შედიოდა მასპინძლების კარში, მაგრამ სირილ დესერსმა თავი დაიზღვია და ფეხი მიარტყა. ლოჩოშვილმა თავის პირდაპირ მოვალეობას, დაცვაში თამაშსაც ღირსეულად გაართვა თავი. ერთადერთი...
ქართული დუელი სერია A-ში
სერია A-ს მე-9 ტურში ქართული დაპირისპირება გაიმართა — ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უმასპინძლა. შეხვედრა მოსალოდნელი შედეგით, ძლიერ ნეაპოლელთა გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა, მასპინძელთა კაპიტანმა მატეო ბიანკეტიმ თქვა, რომ ანგარიში 1:4 იმ სურათს, რაც მოედანზე იყო ობიექტურად არ ასახავს. ბინკეტის მიაჩნია, რომ მატჩი 1:2 უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ბოლო 10 წუთში დაშვებული ინდივიდუალური შეცდომების გამო...









