„კრემონეზემ”, სადაც ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, სერია A-ში მე-15 შეხვედრა ჩაატარა და მერვედ წააგო. ის იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ მოუგია.
ამჯერად, კრემონელებმა, რომელთა რიგებშიც ლოჩოშვილმა მოედანზე 78 წუთი დაჰყო, „ემპოლისთან” სტუმრად წააგეს 0:2. შეცვლის წუთს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ მეორე გოლში, რომელიც „ემპოლიმ” 88-ე წუთზე გაუშვა მას ბრალი არ მიუძღვის. ლოჩოშვილის ნაცვლად მასიმილიანო ალვინიმ თავდამსხმელი დანიელ ჩიოფანი შეიყვანა, რათა თამაში გადაერჩინა.
პირადად ლუკას არც პირველ გოლში მიუძღვის ბრალი, მაგრამ იმ ეპიზოდში, 46-ე წუთზე, მთელმა დაცვამ აურია. სხვა მხრივ კი იმის თქმა, რომ სტუმრებს საგოლე მომენტი არ ჰქონდათ და გოლის, უფრო სწორად კი გოლების გატანა არ შეეძლოთ, არ შეიძლება.
ზემოთ ვახსენეთ, რომ „კრემონეზე” თამაშს ვერ იგებს, „ემპოლის” კი ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წაგებული ჰქონდა. ასე რომ, საუკეთესო ფორმით ვერც ერთი დაიკვეხნიდა და ვერც მეორე.
თუმცა, „კრემონეზეს” მწვრთნელი ალვინი პრეს-კონფერენციებზე კვლავ აქებს თავის მოთამაშეებს:
„ანგარიშის თვალსაზრისით რასაკვირველია უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თამაშის, დისციპლინის, მოწადინებისა და იდეების მხრივ სასაყვედურო არაფერი მაქვს. თუმცა, დაცვაში დეფექტია. გოლები ძალიან იოლად გავუშვით. საბედნიეროდ, მდგომარეობის გამოსასწორებლად ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს. მე სათავეში ვუდგავარ გუნდს, რომელსაც 15 თამაშიდან ერთშიც არ გავუწბილებივარ. რასაკვირველია, იყო შეხვედრები, სადაც უკეთესი შედეგების მიღწევა შეგვეძლო, რაღაცებში შევცდით, მაგრამ ამის გამოსასწორებლად ვმუშაობთ. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, შედეგებია”, — თქვა ალვინიმ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
