„სპალეტი რომ არა, ჩვენ ამ სეზონში ასე კარგად ვერ ვითამაშებდით. ის ჩვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. იმედი მაქვს, რომ მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გავძლიერდებით”, — თქვა „ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელმა ნახევარმცველმა ელიფ ელმასმა Radio Kiss Kiss-თან ინტერვიუში და დასძინა:
„მე მის გუნდებს ბავშვობიდან ვაკვირდები. მათი თამაშის ცქერა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მახსოვს მისი „რომა”. ის დიდი მწვრთნელია.
ჩვენც ძლიერი გუნდი გვყავს, ერთსულოვანი. „ნაპოლიში” ყველა ერთნაირი შემართებით არის, ყველას ერთი წყურვილი აქვს, ყველა გუნდის ინტერესებისთვის იხარჯება, მაშინაც კი, როდესაც მოედანზე ათი ფეხბურთელით ვართ”.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა, ელმასისთვის მიმდინარე სეზონი მაინც განსაკუთრებულია: „შესანიშნავი წელიწადია. ჩვენ ყველანი ვიბრძვით როგორ გუნდი და არა როგორც ინდივიდუალისტები. მიხარია გოლები რომ გავიტანე (6), მაგრამ წინ კიდევ ბევრი თამაში გველის. ჯერ შემიძლია იმდენი გავიტანო, რომ ორნიშნა რიცხვით გამოიხატოს. რაც აქამდე გავაკეთეთ შესანიშნავი იყო. ახლა მთავარია ბოლომდე ასე გავაგრძელოთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 07:15კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
აქეთურ-იქითური08/06/2026 | 07:36კამავინგა ნაკრებში არ წაიყვანეს? ჰარვარდში წავიდა
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 09:56ფაბრეგასი: იტალიაში ხანდახან ვერ ხვდები რა ხდება მოედანზე
