„დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ფეხშეწყობილად ლიდერობენ და მათი თანაბრობა უშუალო მატჩმაც დაადასტურა. ფრე – 2:2. მასპინძელი ბათუმელები 24-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა კი მეორე შეაგდო – ძალიან ლამაზი გამოუვიდა. შეხვედრის საკვანძო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის გაძევება...
წელი: 2023
რუმინელებმა სპალეტის შეუტიეს
ჩემპიონთა ლიგაში, „მილანისა” და „ნაპოლის” პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის (1:0) მსაჯობამ გულშემატკივართა შორის ვნებათაღელვა გამოიწვია. იტალიურ მედიაში მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც რუმინელ მსაჯს იშტვან კოვაჩს „ნაპოლის” საწინააღმდეგო შეცდომებში დასდეს ბრალი, თუმცა მრავლად იყვნენ ისეთებიც, ვინც კოვაჩის გადაწყვეტილებები სამართლიანად მიიჩნია. კოვაჩს სამშობლოში გამოესარჩლნენ. რუმინულმა „გაზეტა სპორტურილორმა” გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ნეაპოლელები მსაჯობის თემით იმდენად...
მილანელებმა ნეაპოლელებს დაუბანელები უწოდეს
ოთხშაბათს, „სან სიროზე”, „მილანსა” და „ნაპოლის” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის დროს მასპინძელი გუნდის გულშემატკივარმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა. მასზე ეწერა: Via Raffaele Stasi 40/46 (Na). რას ნიშნავს ეს? ეს გახლავთ საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიათა ქსელის Acqua e soap (წყალი და საპონი) ნეაპოლური მისამართი. ბანერის გამოფენით ამპარტავანმა ჩრდილოელებმა სამხრეთელებს კიდევ ერთხელ უწოდეს დაუბანელები....
შენ დაგბრალდება, დე ლაურენტის!
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „სან სიროზე” „მილანთან” 0:1 წააგო და თუ ისტორიაში ახალი ფურცლის ჩაწერა უნდა, სამშაბათს, „მარადონაზე”, ბედის ჩარხი თავის სასარგებლოდ უნდა შემოატრიალოს. ესპანურენოვან სამყაროში ჩამორჩენის აღმოფხვრას და სათავისოდ შემოტრიალებას „რემონტადა” ჰქვია. ამ სიტყვას იტალიელებიც ეპარებიან, მაგრამ… ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, რომ რაც „ნაპოლის” პატრონი აურელიო დი ლაურენტისია, გუნდს ერთი „რემონტადაც”...
ამბროზინიმ ნაპოლის მოუბოდიშა
მასიმო ამბროზინი 1995-2013 წლებში „მილანში” თამაშობდა, ოთხშაბათის შეხვედრის შემდეგ („მილანი” – „ნაპოლი” 1:0) კი თავი შეგვახსენა — ნეაპოლელთა მარჯვენა გარემარბის, მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შესახებ თქვა „მყვინთავიაო”, რის გამოც მობოდიშება მოუხდა. ამბროზინის ნათქვამმა „აძურის” გულშემატკივარი გააღიზიანა. „ვწუხვარ, ნეაპოლელებმა ჩემი ნათქვამი საწყენად რომ მიიღეს. „ნაპოლის” ყოველთვის პატივს ვცემდი. მესმის ფანების, მათი სიყვარულის თავიანთი გუნდის მიმართ. კარიერაში ადრეც...
ბაიერნში ბოდიშს ელოდებიან
„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა თავდამსხმელ სადიო მანეს ინციდენტზე რეაგირების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. კლუბი ფეხბურთელის დასჯის სამ ძირითად ვარიანტს განიხილავს: ჯარიმა, დროებითი დისკვალიფიკაცია და ფეხბურთელთან დაშორება. თავად მანე დღეს, 13 აპრილს, უკვე მივიდა მიუნხენის საწვრთნელ ცენტრში. აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი კარგ ხასიათზე იყო და გაიღიმა. „ბაიერნი“ ელოდება, რომ მანე გუნდს დღეს ბოდიშს მოუხდის. შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური...
შეფასებები: ის გოლი რომ გაეტანა
გავეცნოთ, როგორ შეაფასა სხვადასხვა იტალიურმა პორტალმა და გაზეთმა „მილანისა” და „ნაპოლის” ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. ილ მატინო – 5.5 შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამის შემდეგ გოლი რომ გაეტანა და ბურთი სიმონ კიაერს კარის ხაზიდან არ გამოეგდო, ყველაფერი სხვანაირად მოხდებოდა. კვარაცხელია აქტიურობდა, მაგრამ მკვეთრად ვერ ითამაშა. დიდი ბოლი დააყენა, ცეცხლი კი ამ ბოლს ძალიან ცოტა ახლდა....
ლივერპული ბელინგემს აღარ შეიძენს
„ლივერპული“ „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემისთვის ტრანსფერისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ინგლისური კლუბი შუახაზელის შეძენას მაღალი სატრანსფერო ფასის გამო აღარ გეგმავს. ტრანსფერი 120 მილიონ ევროზე მეტი დაჯდებოდა, რაც გუნდის ზაფხულის ბიუჯეტის დიდი ნაწილია. სამაგიეროდ, „ლივერპული“ ყველა ხაზის გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას. მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მხარს უჭერს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. გერმანელ სპეციალისტს სურს, რომ გუნდის გაძლიერებაზე მუშაობის შედეგები რაც შეიძლება...
სტუმარი ფინჯან ყავაზე…
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებლის, ხოსეპ გვსარდიოლას შესახებ გაუზიარა აზრი. „უპირველესად, გვარდიოლაზე ვისაუბრებ, რადგან მისგან ბევრი ვისწავლე. ის შეიძლება შევადაროთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს, რომელთაგანაც ყველა რაღაცას ითვისებს. ასევე მუდმივად ვადევნებ თვალს იურგენ კლოპის და რობერტო დე ძერბის მუშაობას. თუ ჩემმა ადრინდელმა სიტყვებმა გვარდიოლას შესახებ სასურველი გავლენა არ მოახდინა, ბოდიშს ვიხდი. მოგვწონს, როდესაც...
ბურთით დაბადებულები. ლეაო და კვარა: დრიბლინგის ხელოვნება
„მილანისა” და „ნაპოლის” დღევანდელი შეხვედრის წინ „ლა გაძეტა დელო სპორტმა” კვლავ მარცხენაფლანგელები, რაფა ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა ერთმანეთს. გაზეთი წერს, რომ ეს ორი ახალგაზრდა დღევანდელ დღემდე სხვადასხვა გზით მოვიდა. მათ განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. რაფა ხშირად იღიმება, თეთრ კბილებს აჩენს და მეტოქეებს სიხარულით, ზეიმის შეგრძნებით ატყუებს. გაზეთის აზრით ხვიჩა უფრო მოქუფრულია, ის თავჩახრილი მიდის...









