„ლივერპული“ „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემისთვის ტრანსფერისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ინგლისური კლუბი შუახაზელის შეძენას მაღალი სატრანსფერო ფასის გამო აღარ გეგმავს. ტრანსფერი 120 მილიონ ევროზე მეტი დაჯდებოდა, რაც გუნდის ზაფხულის ბიუჯეტის დიდი ნაწილია.
სამაგიეროდ, „ლივერპული“ ყველა ხაზის გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას. მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მხარს უჭერს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. გერმანელ სპეციალისტს სურს, რომ გუნდის გაძლიერებაზე მუშაობის შედეგები რაც შეიძლება ადრე გამოჩნდეს და, შესაბამისად, მენეჯერებს არ სურთ მონაწილეობა მიიღონ ხანგრძლივ ბრძოლაში იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც, შესაძლოა ბუნდესლიგაში კიდევ ერთი წლით დარჩეს.
ბელინგემის შეძენის პრეტენდენტებს შორის მანამდე ასევე დასახელდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, პსჟ, მადრიდის „რეალი“ და „ჩელსი“.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
