„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ, ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებლის, ხოსეპ გვსარდიოლას შესახებ გაუზიარა აზრი.
„უპირველესად, გვარდიოლაზე ვისაუბრებ, რადგან მისგან ბევრი ვისწავლე. ის შეიძლება შევადაროთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს, რომელთაგანაც ყველა რაღაცას ითვისებს. ასევე მუდმივად ვადევნებ თვალს იურგენ კლოპის და რობერტო დე ძერბის მუშაობას.
თუ ჩემმა ადრინდელმა სიტყვებმა გვარდიოლას შესახებ სასურველი გავლენა არ მოახდინა, ბოდიშს ვიხდი. მოგვწონს, როდესაც ხალხი საუბრობს „ნაპოლიზე“ და აქებენ ჩვენს ფეხბურთს. მაგრამ თუ მეუბნებიან, რომ გვარდიოლამ დააფასა ჩვენი უნარი და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც კი გვიწინასწარმეტყველა, მაშინ ეს სხვა საქმეა.თუმცა არ ვართ ისეთი გუნდი, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შედეგი რომ უნდა აწუხებდეს.
ჩვენ უკვე შევქმენით ისტორია, მოდით ამით მხოლოდ ვისიამოვნოთ. ვიმედოვნებ, შევძლებ გვარდიოლასთან შეხვედრას, მასთან ერთად ტკბილ ფინჯან თურქულ ყავას დავლევ და ყველაფერზე ბევრს ვიცინებთ.”

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
