მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შეძენის შემდეგ, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. „დღეს ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შემოგვიერთდა. ჯუდი აქ იმიტომ არის, რომ მას ეს უნდოდა. შეეძლო ნებისმიერ სხვა კლუბში წასვლა, ბევრს სურდა მისი შეძენა, მაგრამ რეალი აირჩია. მოგესალმებით, ჯუდ!“, – ციტირებს „ტვიტერში“ პერესის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. 19 წლის ინგლისელთან ხელშეკრულება...
Tag: ჯუდ ბელინგემი
ბელინგემი – ბუნდესლიგის საუკეთესო
გერმანიის ბუნდესლიგამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 19 წლის ბელინგემმა ამ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. „დორტმუნდმა“ „ბაიერნის“ დარად ბუნდესლიგაში სეზონის ბოლოს 71 ქულა მოაგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონები მიუნხენელები გახდნენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელინგემი დორტმუნდელ პარტნიორებს უკვე დაემშვიდობა....
ჯერ პატივისცემა, მერე ბელინგემი…
„რეალმა“ 19 წლის ინგლისელ ნახევარმცველთან, ჯუდ ბელინგემთან პირადი კონტრაქტის დეტალები რამდენიმე კვირის წინათ უკვე შეათანხმა. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, სამეფო კლუბი ახლა ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს დორტმუნდის „ბორუსიისთვის“. შეთავაზების თანხას ბონუსებიც ერთვის. ამასთან, მადრიდელები პატივს სცემენ ბორუსიის ტიტულისთვის ბრძოლას ბუნდესლიგაში და გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით სეზონის შემდეგ მიმართავენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ და „ბორუსია“ ბელინგემის...
ლივერპული ბელინგემს აღარ შეიძენს
„ლივერპული“ „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემისთვის ტრანსფერისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ინგლისური კლუბი შუახაზელის შეძენას მაღალი სატრანსფერო ფასის გამო აღარ გეგმავს. ტრანსფერი 120 მილიონ ევროზე მეტი დაჯდებოდა, რაც გუნდის ზაფხულის ბიუჯეტის დიდი ნაწილია. სამაგიეროდ, „ლივერპული“ ყველა ხაზის გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას. მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მხარს უჭერს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. გერმანელ სპეციალისტს სურს, რომ გუნდის გაძლიერებაზე მუშაობის შედეგები რაც შეიძლება...
ჯერარდმა ჯუდი შეაქო…
„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, შემდეგ კი „რეინჯერსისა“ და „ასტონ ვილას“ მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის თამაში შეაფასა. „ბელინგემი უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მე. ამას მხოლოდ თავმდაბლობისთვის არ ვამბობ, ეს მართლაც ასეა. ვფიქრობ, ის უკეთესად გამოჩნდა, ვიდრე მე 19 წლის ასაკში. არასწორად არ გამიგოთ, თავის დროზე მივედი სადაც მინდოდა. ჯუდი, რა თქმა უნდა, ითამაშებს იქ, სადაც...
უკეთესი გუნდი გავარდა
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა. „ეს ტკივილი დიდ ხანს არ გაყუჩდება. იმ საღამოს უკეთესი გუნდი დაემშვიდობა ტურნირს. თუმცა ფეხბურთში ასე ხდება ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, ვამაყობ ჩემი პარტნიორების შემართებით და იმ შედეგებით, რომლებიც მონდიაზე ვაჩვენეთ,“ – თქვა ბელინგემმა. ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონები, ფრანგები, 14 დეკემბერს ელ-ბაითში...
რუსი ტალანტის ადგილზე ცარიელი გრაფა დატოვეს…
ინგლისურმა Goal.com-მა მსოფლიოს 10 ტალანტის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულები. პირველ ადგილზეა ინგლისელი ჯუდ ბელინგემი, რომელიც „დორტმუნდის“ ერთერთ მთავარ ძალად იქცა. მთლიანობაში, ათეულში ვინც არიან, გულშემატკივრებისთვის ცნობილები არიან… სხვათა შორის, მე-11 ადგილზე რუსი არსენ ზახარიანი გაიყვანეს, მაგრამ ამოშალეს და ახლა იქ ცარიელი ადგილი დატოვეს. აი, სიაც: ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“) ფლორიან...
ჰეი, ჯუდ!
ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდის“ 18 წლის ნახევარმცველია, ინგლისელი, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა – ძირითადში არა, მაგრამ ესეც საქმე იყო ამ ასაკის ბიჭისთვის. ბელინგემი ჭკვიანი და მებრძოლი ცენტრალური ნახევარმცველია, კარგი პასითა და დაყენებული დარტყმით. თუმცა ახლა მის სხვა თვისებებზე ვიტყვით. 18 წლის ჯუდი 10-12 წლით უფროს პარტნიორებს ისე უყვირის, იფიქრებ, თავისი გაზრდილები არიანო. ამბობენ, გასახდელშიც ერთ-ერთი ლიდერია, მის...
რატომ წახვედი, ცვაიერ?
გერმანელმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა კარიერაში პაუზა აიღო – საქმიანობას შევეშვი, სანამ ფსიქოლოგიურად უკეთ არ ვიგრძნობ თავსო… ეს მას შემდეგ, რაც „დორტმუნდის“ ჯუდ ბელინგემმა ძველი ამბები გაუხსენა. ინგლისელმა ნახევარმცველმა დაახლოებით ერთი თვის წინ „დორტმუნდი“ – „ბაიერნის“ მატჩის მერე გაბრაზებულმა თქვა, როგორ ანდეთ ასეთი თამაში მსაჯს, რომელიც ჩაწყობაში და გარიგებაში მონაწილეობდაო. 18 წლის წინ ცვაიერი სკანდალური არბიტრის რობერტ...








