„რეალმა“ 19 წლის ინგლისელ ნახევარმცველთან, ჯუდ ბელინგემთან პირადი კონტრაქტის დეტალები რამდენიმე კვირის წინათ უკვე შეათანხმა.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, სამეფო კლუბი ახლა ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს დორტმუნდის „ბორუსიისთვის“. შეთავაზების თანხას ბონუსებიც ერთვის.
ამასთან, მადრიდელები პატივს სცემენ ბორუსიის ტიტულისთვის ბრძოლას ბუნდესლიგაში და გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით სეზონის შემდეგ მიმართავენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ და „ბორუსია“ ბელინგემის ტრანსფერზე სავარაუდოდ 100+40 მილიონ ევროდ შეთანხმდებიან.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბელინგემმა 31 მატჩში 8 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეარულა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
