ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთთან მარცხის შემდეგ (1:2), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„ეს ტკივილი დიდ ხანს არ გაყუჩდება. იმ საღამოს უკეთესი გუნდი დაემშვიდობა ტურნირს. თუმცა ფეხბურთში ასე ხდება ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, ვამაყობ ჩემი პარტნიორების შემართებით და იმ შედეგებით, რომლებიც მონდიაზე ვაჩვენეთ,“ – თქვა ბელინგემმა.
ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონები, ფრანგები, 14 დეკემბერს ელ-ბაითში მაროკოს ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
