
18 დეკემბერს ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება და ეს პირდაპირ ეხება… „ინტერსა” და „ბაიერნს”. საქმე ის არის, რომ „ნერაძური” და „რეკორდმაისტერი” ბოლო 40 წელიწადია მსოფლიო რეკორდს ფლობენ: ესპანეთში ჩატარებული 1982 წლის მუნდიალიდან მოყოლებული ამ ორი გუნდის წარმომადგენლები აუცილებლად მონაწილეობდნენ ფინალში.
წლეულს ამ ორი კლუბის წარმომადგენლებიდან ფინალში შეიძლება ითამაშონ: ლაუტარო მარტინესმა (არგენტინა), მარსელო ბროზოვიჩმა (ხორვატია), იოსიპ სტანიშიჩმა (ხორვტია), ნუსაირ მაზრაუიმ (მაროკო), დაიო უპამეკანომ (საფრანგეთი), ბენჟამენ პავარმა (საფრანგეთი) და კინგსლი კომანმა (საფრანგეთი). ჩამოთვლილთაგან „ინტერში” მხოლოდ მარტინესი და ბროზოვიჩი თამაშობენ, დანარჩენები „ბაიერნიდან” არიან. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში არგენტინა ხორვატიას ხვდება, ხოლო საფრანგეთი მაროკოს.
„ბაიერნის” ფეხბურთელები, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მიიღეს მონაწილეობა არიან: პაულ ბრაიტნერი, ვოლფგანგ დრემლერი და კარლ-ჰაინც რუმენიგე (1982); ნორბერტ ედერი, ლოთარ მათეუსი, კლაუს აუგენტალერი და ული ჰიონესი (1986); კლაუს აუგენტალერი, იურგენ კოლერი, შტეფან როიტერი, ოლაფ ტონი, ჰანს პფლუეგლერი და რაიმონდ აუმანი (1990); ჟორჟინიო (1994); ბიქსენტე ლიზარაზუ (1998); ოლივერ კანი, თომას ლინკე, იენს იერემისი და კარსტენ იანკერი (2002); ვილი სანიოლი (2006); მარკ ვან ბომელი და არიენ რობენი (2010); მანუელ ნოიერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, თომას მიულერი, ფილიპ ლამი, ჯერომ ბოატენგი და მარიო გოეტცე (2014), კორენტენ ტოლისო (2018).
„ინტერის” ფეხბურთელები, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მიიღეს მონაწილეობა არიან: ჯამპიერო მარინი, ივანო ბორდონი, გაბრიელე ორიალი, ალესანდრო ალტობელი (1982); კარლ-ჰაინც რუმენიგე (1986); ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე და იურგენ კლინსმანი (1990); ნიკოლა ბერტი (1994); რონალდო, იური ჯორკაეფი (1998); რონალდო (2002); მარკო მატერაცი (2006); ვესლი სნეიდერი (2010); უგო კამპნიარო, როდრიგო პალასიო, რიკი ალვარესი (2014); ივან პერიშიჩი და მარსელო ბროზოვიჩი (2018).
ჩამოთვლილთა შორის რამდენიმე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე არ შესულა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
