რატომ წახვედი, ცვაიერ?

Home აქეთურ-იქითური რატომ წახვედი, ცვაიერ?
რატომ წახვედი, ცვაიერ?

Jude Bellingham Fined €40,000 For Comments About Referee after Bayern Munich defeatგერმანელმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა კარიერაში პაუზა აიღო – საქმიანობას შევეშვი, სანამ ფსიქოლოგიურად უკეთ არ ვიგრძნობ თავსო…

ეს მას შემდეგ, რაც „დორტმუნდის“ ჯუდ ბელინგემმა ძველი ამბები გაუხსენა. ინგლისელმა ნახევარმცველმა დაახლოებით ერთი თვის წინ „დორტმუნდი“ – „ბაიერნის“ მატჩის მერე გაბრაზებულმა თქვა, როგორ ანდეთ ასეთი თამაში მსაჯს, რომელიც ჩაწყობაში და გარიგებაში მონაწილეობდაო.

18 წლის წინ ცვაიერი სკანდალური არბიტრის რობერტ ჰოიცერის ასისტენტი გახლდათ. ჰოიცერს ქრთამის აღება დაუმტკიცდა და 2 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა…

„დორტმუნდი“ – „ბაიერნის“ შეხვედრაში კი ცვაიერმა ძალიან საკამათო პენალტი დანიშნა მასპინძელთა კარში და ამ პენალტით მიუნხენელებმა მოიგეს – 3:2.

ბელინგემი მსაჯზე ასეთი გამონათქვამის გამო 40 000 ევროთი დააჯარიმეს. ახლა გერმანული პრესა ეჭვობს, რომ ცვაიერის გარშემო ფსიქოლოგია არაფერ შუაშია და მსაჯი უბრალოდ სკანდალების ამოტივტივებას გაერიდაო.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ