11 ჯანმრთელი ფეხბურთელი თუ გყავს…

Home აქეთურ-იქითური 11 ჯანმრთელი ფეხბურთელი თუ გყავს…
11 ჯანმრთელი ფეხბურთელი თუ გყავს…

კვირას კამერუნში დაწყებულ აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაზე, როგორც იქნა, დაადგინეს ოფიციალური კოვიდ-პროტოკოლი, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში იმოქმედებს.

მოკლედ, გუნდი ვალდებულია გავიდეს მინდორზე, თუკი შემადგენლობაში 11 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც ბოლო 48 საათის განმავლობაში კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი მიუღიათ. თუ მათ შორის მეკარე არ აღმოჩნდა, კარში მინდვრის მოთამაშე უნდა ჩადგეს.

თუ გუნდი 11 ჯანმრთელ ფეხბურთელს ვერ მოაგროვებს, მას 0:2 ტექნიკური წაგება ჩაეთვლება…

კვირას უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა. მასპინძელმა კამერუნმა ბურკინა ფასოს 2:1 მოუგო. კაბო ვერდემ კი კაცნაკლულ ეთიოპიას 1:0 სძლია.

No description available.

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.