მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, „დორტმუნდის“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შეძენის შემდეგ, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„დღეს ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შემოგვიერთდა. ჯუდი აქ იმიტომ არის, რომ მას ეს უნდოდა. შეეძლო ნებისმიერ სხვა კლუბში წასვლა, ბევრს სურდა მისი შეძენა, მაგრამ რეალი აირჩია. მოგესალმებით, ჯუდ!“, – ციტირებს „ტვიტერში“ პერესის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
19 წლის ინგლისელთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსფერო თანხამ 103 მილიონი ევრო შეადგინა.
2022/23 წლების სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„რელში“ ბელონგემი 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
