ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპირველობაზე ჩემპიონი შოთა მიშველიძე გახდა. 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებულადაც მოიგო. ატაცში მიშველიძემ სამივე ცდა გამოიყენა და 136 კილოგრამით პირველი მედალი მოიპოვა. შოთას არც ორჭიდის ოქრო უნდა გასჭირვებოდა, რადგან უახლოეს კონკურენტ იტალიელ სერჟიო მასიდას 6 კილოთი უსწრებდა. მესამე ცდაზე იტალიელმა გაიბრძოლა და 262 კილოგრამი დასძლია. ახლა უკვე...
წელი: 2023
საქართველომ ყინულზე მოიგო
16 აპრილს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაიწყო ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის ტურნირი. A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა და ისლანდია 4:1 დაამარცხა. პირველ პერიოდში არტიომ კურბატოვმა და ივან მაროვმა გაიტანეს. ორივე შაიბა მეტობაში გავიდა და ორივეჯერ ასისტენტობა ნიკიტა ბუკიამ გასწია. მეორე პერიოდის დასაწყისში დანილა სლესარევმა ანგარიში 3:0 გახადა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ჩვენები მოედანზე...
ეს მატჩი უნდა იყოს მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი შეხვედრა მილანთან
მართალია ბურთის ფლობაში „ნაპოლის” დიდი უპირატესობა ჰქონდა (80%-20%), მაგრამ „ვერონას” მობილურმა და ძალიან კომპაქტურმა თამაშმა მისი ამბიციები დათრგუნა. სკუდეტოს აღსანიშნავად დაგეგმილი ზეიმი ცოტა გადაიდო, თუმცა ცხრილში უპირატესობა კვლავ შთამბეჭდავია — 14 ქულა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი გონებით ჩემპიონთა ლიგაში „მილანთან” შეხვედრაზე იყო გადართული. ვიქტორ ოსიმენის მოედანზე დაბრუნება კი იმას ნიშნავდა, რომ სამშაბათს ის...
შავმა ლომმა ჩილელებიც დაამარცხა
„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მეორე მატჩში ჩილეს „სილკნემს“ 33:30 მოუგო და უკვე ანგარიშიდანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ეს მატჩი სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ერთი კვირის წინ არგენტინულ ფრენჩაიზთან. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩილეურ ფრენჩაიზში 17 მოთამაშე იყო იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ამ ქვეყნის ნაკრებს აშშ-ის ეროვნული გუნდი დაამარცხებინა და მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა. ეს გარემოება...
კასპიი ჩვენებმა დატოვეს…
ყაზახეთის ჩემპიონატის აუტსაიდერმა აქტაუს „კასპიიმ“ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა. „გაცნობებთ, რომ, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე ტოვებს ჩვენს კლუბს“, – წერია განცხადებაში. (პრესა კი წერს, რომ „კასპიის“ ფინანსური პრობლემები შეექმნა) ცხადაძე „კასპიის“ ყაზახეთის პრემიერლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში. ხუთ ტურის შემდეგ აქტაუს კლუბმა ყველა მატჩი წააგო და...
სომხეთში აზერბაიჯანის დროშა დაწვეს
ერევანში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი სკანდალით დაიწყო. სომხეთის დედაქალაქში აზერბაიჯანის ნაკრებიც გამოდის, ხოლო გახსნის ცერემონიაზე მათი დროშა დაწვეს. როდესაც გახსნის საღამოზე აზერბაიჯანის წარდგენის დრო მოვიდა, დარბაზში გამაყრუებელი სტვენა ატყდა, ხოლო გოგონას, რომელიც აზერბაიჯანს წარადგენდა, ტურნირზე აკრედიტირებული ადამიანი მივარდა, დროშა გამოგლიჯა და ცეცხლი წაუკიდა. დაცვის სამსახურმა თავდამსხმელი იქაურობას გაარიდა, დროშა კი ახლით შეიცვალა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ...
მარიო რუი და მისი კონტრაქტი
„ნაპოლის” პორტუგალიელ მარცხენა მცველს მარიო რუის „პარტენოპეელებთან” 2025 წლის ივნისამდე აქვს კონტრაქტი. ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია. მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი მას პროფესორს ეძახის, სტატისტიკა კი როგორც ამბობენ ჯიუტია და ამბობს, რომ რუის მიმდინარე სეზონში 8(!) საგოლე პასი აქვს შესრულებული. აქ ძახილის ნიშანს პორტუგალიელის ამპლუის გამო ვწერთ. ის რომ გამთამაშებელი, ცენტრალური ნახევარმცველი ან თავდამსხმელი ყოფილიყო, ეს ციფრი...
დე ლაურენტისს სიფრთხილე მართებს
„ნაპოლი” და მისი გულშემატკივარი მიმდინარე სეზონში ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ამ ფონზე უჩვეულოდ გამოჩნდა დაპირისპირება, რომელმაც ბოლო პერიოდში ბილეთების გაძვირებასა და სტადიონზე შესვლის წესის გამკაცრებასთან დაკავშირებით იჩინა თავი. იტალიური მედია ხშირად იმეორებს მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის სიტყვებს, რომ თუკი ქომაგები პროტესტის ნიშნად გუნდს „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაშიც არ დაუჭერენ მხარს (როგორც ეს იმავე „მილანთან” ჩემპიონატის შეხვედრაში...
სარი ნეაპოლელია და ამდენად ცრუმორწმუნე
ამ გაზაფხულზე „ლაციო” ჩინებულ ფორმაშია. რომაელები არ ჩერდებიან. 30-ე ტურში მათ „სპეციას” მოუგეს 3:0. გოლები გაიტანეს ჩირო იმობილემ პენალტით, ფელიპე ანდერსონმა და მარკოს ანტონიომ. მაურიციო სარის გუნდს მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი აქვს. სარიმ „სქაი იტალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „მეორე გოლი ძალიან ლამაზად გავიტანეთ, მაგრამ ვინერვიულე კიდეც. კარგა ხანს კარში არავინ არტყამდა. ძალიან მიხარია მარკოს...
წყვილი ხელახლა შევქმნათო …
„ბრაიტონის“ არგენტინელი ნახევარმცველი ალექსის მაკ ალისტერი ლონდონის „ჩელსისა“ და „ლივერპულის“ ინტერესის სფეროში მოექცა. ორივე კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებისას ბოლო კვირებში გააქტიურდა. ლონდონელებს სურთ ხელახლა შექმნან მაკ ალისტერ-ენცო ფერნანდესის წყვილი. ნახევარმცველები არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. 24 წლის მაკ ალისტერი „ბრაიტონში“ 2020 წლიდანაა. შუახაზელმა ინგლისური კლუბის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი...









