წელი: 2023

Home 2023
კვარაცხელია: ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის!
ჩანაწერი

კვარაცხელია: ბოდიში და მადლობა მხარდაჭერისთვის!

„მილანთან“ მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მიმართვა გაავრცელა, გულშემატკივრებს მოუბოდიშა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „რთულია როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“

ხვიჩა და ციფრები
ჩანაწერი

ხვიჩა და ციფრები

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანთან“ ორრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ (0:1, 1:1) ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას დაემშვიდობა. „როსონერისთან“ საპასუხო მატჩის დასრულებისთანავე ავტორიტეტიანმა საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებგვერდებმა ქართველ ფეხბურთელს ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერეს. Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8.2 ქულით შეაფასა, „მილანის“ შეტევის ლიდერის, რაფაელ ლეაოსი კი 8.0-ით, ხოლო sofascore-მა, ხვიჩას 7.6, ხოლო ლეაოს 7.5 ქულა დაუწერა. *** ჩემპიონთა ლიგში...

სპალეტი: სკუდეტოს მოგება ამ საღამოს დაგვავიწყებს
ჩანაწერი

სპალეტი: სკუდეტოს მოგება ამ საღამოს დაგვავიწყებს

ჩემპიონთა ლიგაში „მილანთან“ საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა. „ვულოცავ „მილანს“ ნახევარფინალში გასვლას. ასევე ვულოცავ ჩემს გუნდს ჩემპიონთა ლიგის სამყაროში შესანიშნავ მოგზაურობას. ორი თამაშის ჯამში თუ შევაფასებთ ამ დაპირისპირებას, ურიგოდ არ გვითამაშია. სამწუხაროდ „მილანთან“  მატჩებს პრობლემებით შევხვდით – გვყავდნენ ტრავმირებული და ასევე სანაკრებო პაუზის შემდეგ გადაღლილი ფეხბურთელები. გული დაგვწყდა,...

ბაიერნში წინასწარ…
ჩანაწერი

ბაიერნში წინასწარ…

„ლაიფციგის“ ნახევარმცველმა კონრად ლაიმერმა, რომელსაც კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მიუნხენის „ბაიერნთან“ ოთხწლიანი წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. წყაროს ცნობით, 25 წლის ავსტრიელმა ორჯერ გაიარა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბი და ფეხბურთელი ურთიერთხელსაყრელ პირობებზე შეთანხმდნენ. ლაიმერი „ლაიფციგში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა....

საქართველო ყინულზე არ აგებს
ჩანაწერი

საქართველო ყინულზე არ აგებს

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ამ დროისთვის პირველ ადგილზე იმყოფება. ჩვენმა გუნდმა ისლანდიასთან მოგების შემდეგ ისრაელის ნაკრებს მოუგo – 7:3. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთში მხოლოდ ერთხელ ეთამაშათ – 2019 წელს და მაშინ ისრაელის ნაკრებმა სწორედ ასეთივე ანგარიშით მოიგო. არადა, საქართველოს ნაკრები ჯერ 0:2 ჩამორჩა,...

მანჩესტერი ახლა სხვაა
ჩანაწერი

მანჩესტერი ახლა სხვაა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა გაამხილა, თუ როგორ შეცვალა ტრავმირებული მარსელ ზაბიტცერი სასტარტო შემადგენლობაში, პრემიერლიგის გუშინდელ მატჩში „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ (2:0). „დიდი დრო არ მქონდა მოსამზადებლად. გავიგე, რომ მარსელი ტრავმირებულია. მითხრეს, მზად იყავიო. ცოტა ხნით თამაშის რიტმს ვერ შევეწყვე, მომზადება მჭირდებოდა. შემდეგ კი ყველაფერი დალაგდა. ადვილად ვეგუები გუნდის თამაშს. პარტნიორებმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს, მათ...

მაშინ ჩვენ ვძულდით…
ჩანაწერი

მაშინ ჩვენ ვძულდით…

„ჩელსის“ დროებითმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა უპასუხა კითხვას, დაზარალდა თუ არა მიმდინარე სეზონში კლუბის რეპუტაცია და აღნიშნა, რომ გუნდი სძულდათ, როდესაც მას რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი ფლობდა. „არ მაინტერესებს ხალხი რას ფიქრობს ჩვენზე, როგორც კლუბზე. აბრამოვიჩის მმართველობის პირველ წლებში მგონი ყველას ვძულდით, მაგრამ მაინც ვიმარჯვებდით. ახლა ვცდილობთ ვიყოთ გუნდი, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ და ესმით,...

ლელოები და სიმბოლური
ჩანაწერი

ლელოები და სიმბოლური

ევროპული ქვეყნების სარაგბო ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ბოლოსკენ ამ ტურნირების რეგულარული პირველობები მიდიან, თორემ მერე პლეი-ოფისა და მთავარი ამბების დრო დადგება. ჰოდა, გასულ უქმეებზე საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში, ასევე ინგლისისა და იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპში ერთბაშად 29 ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა და ორმა მათგანმა ლელო მიითვალა. ტოპ 14 „პომ“ საკუთარ მოედანზე „კლერმონი“ 23:18 დაამარცხა...

ჰოლანდს რეალი წინ ელის…
ჩანაწერი

ჰოლანდს რეალი წინ ელის…

მადრიდის „რეალი“ 2024 წელს „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას ეცდება. ნორვეგიელი შემტევი ფრანგი თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილება. „სამეფო კლუბი“ 35 წლის ფორვარდთან განშორებას გეგმავს. მისი კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. „რეალი“ დიდი ხანია ეძებს ჰოლანდის ხელმოწერის შესაძლებლობას და დიდი ანგარიში მოამზადა მისი შეძენის უპირატესობების შესახებ, რომელიც მოიცავს დეტალურ სტატისტიკას, ასევე მედიის...

მესი მოვა თუ მესი არ მოვა, ბუსკეტსი…
ჩანაწერი

მესი მოვა თუ მესი არ მოვა, ბუსკეტსი…

„ბარსელონას“ მწვრთნელმა ჩავიმ ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, კლუბში პსჟ-ის თავდამსხმელის, ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნების კონტექსტში. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბუსკეტსი მშვიდია და სეზონის ბოლომდე დაგვეხმარება. არ ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, სად ითამაშებს მესი. თუ სერხიო კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ის კვლავაც მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება „ბარსელონასთვის“, – თქვა ჩავიმ. ესპანელს...