ბაიერნში წინასწარ…

Home კატეგორიის გარეშე ბაიერნში წინასწარ…
ბაიერნში წინასწარ…

„ლაიფციგის“ ნახევარმცველმა კონრად ლაიმერმა, რომელსაც კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მიუნხენის „ბაიერნთან“ ოთხწლიანი წინასწარი კონტრაქტი გააფორმა.

წყაროს ცნობით, 25 წლის ავსტრიელმა ორჯერ გაიარა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც კლუბი და ფეხბურთელი ურთიერთხელსაყრელ პირობებზე შეთანხმდნენ.

ლაიმერი „ლაიფციგში“ 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 21 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

თავდაპირველად, მის ყოფილ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს სურდა ლაიმერის „ბაიერნში“ ხილვა, მაგრამ სპეციალისტი კლუბიდან გაათავისუფლეს. თუმცა, ამას ლაიმერის ახალ გუნდში გადასვლაზე არ უმოქმედია.

Who is Konrad Laimer? RB Leipzig midfielder linked with Liverpool transfer - Liverpool FC - This Is Anfield

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.