საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა უდავო ფავორიტად მიჩნეული ხორვატია 6:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა. თუმცა, ჩვენს გუნდს შანსი აქვს უფრო მაღალ დივიზიონშიც გადავიდეს. საამისოდ კი სწორედ ხორვატების ხელშეწყობა დასჭირდებათ. მათ ბოლო ტურში ესპანეთს უნდა მოუგონ, ჩვენ – ავსტრალიელები დავამარცხოთ და პირველ ადგილზე გავალთ. ისე, ხორვატთა დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, ესპანელების დამარცხება...
წელი: 2023
ნეაპოლური ჩანახატი: შემდეგს ხომ ვიგებთ? აუცილებლად!
რა არის ნეაპოლში ბევრი? ტაძარი, მოპედი, ლამაზი სახლი, ნაგავი, უსახლკარო, რომელსაც ლეიბ-საბანი პირდაპირ ქუჩაში აქვს გაშლილი (და არასდროს კეცავს, მაშინაც კი, როდესაც გასულია), სასწრაფოს აუცილებელი კივილი, ურთიერთობა, ყაყანი, მარადონა ყველა კუთხე-კუნჭულში და… სკუდეტო, რომელიც ჯერ არ მოუგიათ. ხვიჩა კვარაცხელიამ „მილანთან“ პენალტი ვერ გაიტანა. „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. გამოვდივართ სტადიონიდან, მხრებზე ხუთჯვრიანი დროშები გვაქვს მოსხმული. ეტყობა...
იუვენტუსი +15…
იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო კოლეგიამ რამდენიმესაათიანი სხდომის შემდეგ დააკმაყოფილა „იუვენტუსის“ აპელაცია 15 ქულის დაბრუნების თაობაზე – სასამართლო პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს მტკიცებულებების არადამაჯერებლობის გამო. შესაბამისად, სასჯელები ეხსნებათ „იუვენტუსის“ მაღალჩინოსნებს – ანდრე ანიელის, მაურიციო არივაბენეს, ფედერიკო კერუბინისა და ფაბიო პარატიჩის, რომელიც ბოლოს „ტოტენჰემის“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა. მოკლედ, ახლა, 15 ქულის დაბრუნების შემდეგ „იუვენტუსს“ 59 ქულა...
არსენს არსენალის სჯერა
„არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა ამ სეზონში მეთოფეების გაიმარჯვებისა. „მაინც მჯერა, რომ პრემიერლიგას მოვიგებთ!” – უთხრა ვენგერმა beIN Sports-ს. „არსენალი“ პრემიერ ლიგას 31 ტურის შემდეგ 74 ქულით ლიდერობს და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 4 ქულით უსწრებს, მაგრამ მეტოქემ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. ხოლო 26 აპრილს, 33-ე ტურში, მეთოფეებს თავის...
კვარა კვირის გუნდში
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები და გაირკვა ტურნირის ნახევარფინალური წყვილები. სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანთან“ დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. მილანელებთან საპასუხო მატჩში, წაგების მიუხედავას, სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება (7,6) დაუწერა. აღნიშნულმა ვებგვერდმა მეოთხედფინალების შემდეგ კვირის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა, სადაც, ცხადია, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
ჰოკეი საფეხბურთო ანგარიშით
საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფში მესამე მატჩი მასპინძელ ესპანეთთან გამართა და 0:2 დამარცხდა. ესპანეთი და ჩვენ აქამდე ქულადაუკარგავად მივდიოდით და ერთმანეთში ჯახს ბევრი რამ უნდა გაერკვია. პირველი პერიოდის შემდეგ 0:0 იყო, მასპინძლებმა მეორე პერიოდის დასაწყისში გაგვიტანეს. ჩვენები ცდილობდნენ თამაშის შემოტრიალებას, ბოლოს სულაც ვა ბანკზე წავიდნენ, მეკარე წინ მოთამაშე ჰოკეისტით შეცვალეს. ამით...
გამოუშვით ინტერი
„მილანის“ მცველმა ფიკაიო ტომორიმ, გუნდის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა. გუშინ, 18 აპრილს, ტურნირის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „მილანმა“ და „ნაპოლიმ“ ფრედ ითამაშეს (1:1). ტომორის გუნდმა ჯამში 2:1 გაიმარჯვა. „ისეთი დაღლილი ვარ, ხვალინდელ „ინტერ“ – „ბენფიკას“ მეოთხედფინალს დივანზე მაღლა ფეხებდაწყობილი ვუყურებ. გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ახლა შეგვიძლია დავისვენოთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა „ინტერთან“...
მალე მოდი, შვილო, გელოდებით
ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მეგობარ გოგონა ბრუნა ბიანკარდისთან ერთად სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა. წყვილმა გამოაცხადა, რომ შვილს ელოდებიან. გოგონამ ამას ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა, ფეხბურთელმა კი თავის პროფილზე ხელახლა გამოაქვეყნა. „ვოცნებობთ შენს დაბადებაზე, ვემზადებით ამისთვის. იმის ცოდნა, რომ მალე აქ იქნები ჩვენი სიყვარულის გასაძლიერებლად. მშვენიერ ოჯახში მოხვალ ძმასთან, ბებიასთან, ბიძასთან და დეიდასთან, რომლებიც...
ისიანის მომგებიანი აცილება
ესპანურ LIGA LEB PLATA-ში რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ პლეი ოფის შეხვედრები დაიწყო. ვილი ისიანის ახალი გუნდი „ჰოსპიტალეტი“ ლიგაში დასარჩენად იბრძვის – გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად „ტალავერას“ წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 67:63 მოიგო. ამ გამარჯვებაში ვილი ისიანის წვლილი ასეთია: 28 წუთი, 9 ქულა (6-დან 2 სამქულიანი, ერთი ორქულიანი, ერთი საჯარო) და 7 მოხსნა. შეხვედრის ერთ-ერთი...
გიორგობა მარტში…
საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების პროფესიულმა გაერთიანებამ (UNFP) საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის საუკეთსო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გახდა. „კენჭისყრის შედეგებით „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის მარტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 22 წლის თავდამსხმელი ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ამ სეზონში უკვე მეორედ დასახელდა – პირველად ეს აღიარება მან აგვისტოში...









