საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი II დივიზიონის A ჯგუფი 4 მოგებითა და 1 მარცხით დახურა. ეს კი საკმარისი მხოლოდ მეორე ადგილის საკავებლად აღმოჩნდა. ჩვენებმა ბოლო ტურში ავსტრალია 3:2 დაამარცხეს. მძიმე მოგება იყო. ავსტრალია პირველ პერიოდში დაწინაურდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდში სამი შაიბით უპასუხა, ბოლოს ისევ ავსტრალიამ მოახერხა გატანა და საბოლოო შედეგიც დადგა. ავსტრალიელთა დამარცხების...
წელი: 2023
მიჩვეული ოქრო ერევანში
ერევანში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ქართული ჰიმნით დაიხურა. და ვინ ააჟღერებდა თუ არა ლაშა ტალახაძე, რომელმაც მეშვიდედ მოიგო კონტინენტის პირველობა. ატაცში ჩვენებური ფიცარნაგზე ყველაზე ბოლოს გავიდა და 222 კილოგრამით ოქრო მოიპოვა და უახლოეს კონკურენტს ვარაძატ ლალაინს 10 კილოგრამით აჯობა. აკვრაში ლალაიანმა სამი ცდის შემდეგ 250 კილოგრამს მოუყარა თავი, ლაშამ მეორე ცდაზე 252 კილოგრამი ასწია და ევროპირველობა...
როდის გახდება ნაპოლი ჩემპიონი?
„ლაციოს” მოულოდნელმა საშინაო მარცხმა „ტორინოსთან” (0:1) სერია A-ს ისევ აურია გზა-კვალი. ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონი? მოგეხსენებათ, დღეს „აძური” ტურინში თამაშობს, „იუვენტუსთან”. თუ „ნაპოლი” „ბებერ ქალბატონს” მოუგებს, მისი უპირატესობა „ლაციოსთან” 17 ქულამდე გაიზრდება. „იუვენტუსთან” სხვაობა კი 19 ქულა გახდება. მოვლენათა როგორი გაგრძელება იქნება საუკეთესო „პარტენოპეელთათვის”? იდეალურ შემთხვევაში, თუ დღეს „იუვესთან” გაიმარჯვებს,...
ალეგრი — ორი მოტივირებული გუნდის შეხვედრა
დღეს ტურინის „ალიანც სტედიუმზე” „იუვენტუსი” „ნაპოლის” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ტურინელებს 16 ქულით უსწრებს. გასული კვირა შავ-ლურჯებისთვის მნიშვნელოვანი ამბებით იყო დატვირთული. უპირველეს ყოვლისა, გუნდს დაუბრუნეს ჩამორთმეული 15 ქულა, რის წყალობითაც მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და „ლაციოს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. ამას დავუმატოთ, რომ გუშინ რომაელებმა შინ წააგეს „ტორინოსთან”,...
შავი ლომის გამოუყენებელი შანსები
„შავმა ლომმა“ სამხრეთამერიკული ტურნეს მესამე მატჩში მარცხი განიცადა, რაც პირველ ქართულ პროფესიულ სარაგბო ფრენჩაიზს ძალზე იშვიათად მოსდის. ჰოდა, პარასკევს გვიან ღამით ბუენოს აირესში სწორედ ამ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო. ზოგადად ამ ტურნეს „შავი ლომი“ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში ატარებს და ეს ერთადერთი თამაში იყო არგენტინის დედაქალაქში, რომელშიც ქართულ ფრენჩაიზს სწორედ არგენტინული დაუხვდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად...
მამარდაშვილის ოცნება ინგლისში თამაშია
გიორგი მამარდაშვილი დაფრინავს – „ვალენსია“ ვერ ეწევა. ერთი ფრაზით ასე შეგვიძლია აღვწეროთ ის, რაც ქართველი მეკარის თავს ამ ესპანურ კლუბში ხდება. უკვე სოლიდური წყაროებიც იუწყებიან, რომ მამარდაშვილით არა ერთი დიდი კლუბია დაინტერესებული და თითს ინგლისისკენაც იშვერენ. ჭორ-მართლის გასარკვევად, იმ ადამიანს შევეხმიანეთ, ვინც გიორგის ამბები ყველაზე კარგად იცის – მეკარის მამას. ცხადია, სეზონის დასრულებამდე დავით მამარდაშვილი...
წადი, ნახე ნაპოლი როგორ გავარდა
ევროლიგაზე „რომამ” „ფეიენოორდს” 4:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრის ბოლოს ინციდენტი მოხდა. ჰოლანდიური კლუბის მწვრთნელმა არნე სლოტმა რომაელთა თავკაც ჟოზე მოურინიუს ხელი არ ჩამოართვა. პორტუგალიელი მას გამოედევნა და მიაძახა: „პატივისცემა?!” შემდეგ დასძინა: „წადი, ნახე „ნაპოლი” როგორ გავარდა”. მოურინიუს ეს ფრაზა „სქაი სპორტმა” დაატრიალა და ერთგვარი მღელვარება გამოიწვია. „განსაკუთრებულის” გაცხარების მიზეზი გახლდათ ის, რომ სლოტმა თამაშის...
იტალიური კლოუნადა
37 წლის მეკარე ემილიანო ვივიანო, რომელსაც კარიერის განმავლობაში უთამაშია „ბრეშაში”, „ბოლონიაში”, „პალერმოში”, „ფიორენტინაში”, „სამპდორიასა” და სხვა გუნდებში, მათ რიცხვში იტალიის ნაკრებში, „იუვენტუსისთვის” 15 ქულის ჩამორთმევა-დაბრუნების ამბავს იტალიურ კლოუნადას უწოდებს. შეგახსენებთ, რომ „ბებერ ქალბატონს” ფინანსური დარღვევების გამო 15 ქულა დააკლეს, ორიოდ დღის წინ კი დაკლებული ქულები დაუბრუნეს და ტურინელები მე-3 ადგილზე აღმოჩნდნენ, რაც „რომას”, „მილანსა” და...
ოლივიე ჟირუს მსხვერპლი
„მილანმა” „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ოლივიე ჟირუს გოლით გამოთიშა, თუმცა სანამ გმირი გახდებოდა, ფრანგი თავდამსხმელი ანტიგმირობის კანდიდატი იყო — პენალტი ვერ გაიტანა, მასპინძელთა მეკარემ ალექს მერეტმა აუღო. როგორც ირკვევა, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს შეხვედრის მსვლელობის დროს ტკივილთან უწევდა ჭიდილი. ფრანგულ „ეკიპთან” ინტერვიუში ჟირუმ თქვა: „ნეაპოლში ცალი ფეხით ვთამაშობდი, მყესი მტკიოდა, მაგრამ როგორც ჩემმა თანაგუნდელებმა გამარჯვებისთვის...
კალენდარში მცირე ცვლილებებია
დღეს მთელი ნეაპოლი სკუდეტოს მოლოდინშია. ყველა ცდილობს გამოიცნობს ზუსტი თარიღი, როდესაც მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონი გახდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ნეაპოლელებს მარჩიელობის განახლებული შესაძლებლობა მისცა: გამოქვეყნდა 33-ე და 34-ე ტურების ახალი თარიღები. საქმე ეხება მატჩებს „უდინეზესა” და „ფიორენტინასთან”. „აძურიმ” პირველი სტუმრად, ხოლო მეორე შინ უნდა ჩაატაროს. ახალი კალენდრის თანახმად უდინეში თამაში 2 მაისს საქართველოს დროით 20...









