„მანჩესტერ იუნაიტედის“ დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა გაამხილა, თუ როგორ შეცვალა ტრავმირებული მარსელ ზაბიტცერი სასტარტო შემადგენლობაში, პრემიერლიგის გუშინდელ მატჩში „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ (2:0).
„დიდი დრო არ მქონდა მოსამზადებლად. გავიგე, რომ მარსელი ტრავმირებულია. მითხრეს, მზად იყავიო. ცოტა ხნით თამაშის რიტმს ვერ შევეწყვე, მომზადება მჭირდებოდა. შემდეგ კი ყველაფერი დალაგდა.
ადვილად ვეგუები გუნდის თამაშს. პარტნიორებმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს, მათ შეინარჩუნეს ინტენსივობა და დონე. სეზონის დასაწყისისგან განსხვავებით, ახლა კლუბში სულ სხვა ატმოსფეროა.
წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაში გველის, მაგრამ გვინდა მაქსიმალურად დავიხარჯოთ. შური ვიძიოთ „სევილიაზე“ და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდეთ“, – უთხრა BBC-ს ერიკსენმა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
