16 აპრილს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაიწყო ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის ტურნირი.A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა და ისლანდია 4:1 დაამარცხა.
პირველ პერიოდში არტიომ კურბატოვმა და ივან მაროვმა გაიტანეს. ორივე შაიბა მეტობაში გავიდა და ორივეჯერ ასისტენტობა ნიკიტა ბუკიამ გასწია.
მეორე პერიოდის დასაწყისში დანილა სლესარევმა ანგარიში 3:0 გახადა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ჩვენები მოედანზე ნაკლებნი იყვნენ.
საქართველომ ერთი მაინც გაუშვა – არმანსონმა გაგვიტანა.
მესამე პერიოდში უკვე ბუკიას დრო დადგა და ჩვენებურმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
ჩვენების ჯგუფში ესპანეთის, ხორვატიის, ისრაელისა და ავსტრალიის ნაკრებები ასპარეზობენ. მოგებული 1 დივიზიონის B ჯგუფში გადავა, ხოლო ბოლო ადგილოსანი, მე-2 დივიზიონის B ჯგუფში დაქვეითდება.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ, 17 აპრილს, ისრაელის წინააღდეგ გამართავს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
