თვე: სექტემბერი 2023

Home 2023 სექტემბერი
მამარდა ლა ლიგის სიმბოლურში
ჩანაწერი

მამარდა ლა ლიგის სიმბოლურში

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის VI ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარე რჩეულ თერთმეტეულში ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored-მა შეიყვანა. „ვალენსიამ“ ლა ლიგის მეექვსე ტურში სტუმრად „ალმერიასთან“ 2:2 ითამაშა, ქართველი მეკარე თავის გუნდში საუკეთესო იყო – გიორგის ამ თამაშში 8 „სეივი“ ჰქონდა, მან რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და ვალენსიელთა მიერ მოპოვებულ ქულაში უდიდესი...

ისევ 7 ქულა
ჩანაწერი

ისევ 7 ქულა

ეროვნული ლიგის 26-ე ტურის  მთავარი მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც „ბათუმმა“ და „დინამომ“ ფრედ – 2:2 ითამაშეს. მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა. ჯერ მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები, თუმცა ბოლოს ყველაფერი ყაიმით დასრულდა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე კი დინამოელთა  მეკარე გიორგი ლორია გამოდგა, რომელმაც 65-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჯერ მამუჩაშვილს აუღო, შემდეგ კი ჯოვინოს...

არაოლიმპიური მსოფლიო
ჩანაწერი

არაოლიმპიური მსოფლიო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედალი კი მოიპოვა, მაგრამ მთლიანობაში დიდ შედეგად ვერ ჩავუთვლით. ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ ეს არასალიცენზიო წონაში მოხდა. 63 კგ წონით კატეგორიის ფინალში აბულაძე აზერბაიჯანელ მურად მამადოვს (2:2) ბოლო ქულის უპირატესობით აჯობა. ოქროს მედლამდე აბულაძემ თურქი ენეს ბასარი (4:3), უკრაინელი ოლეკსანდრ ჰრუშინი (1:1)...

ილიას ოქრო
ჩანაწერი

ილიას ოქრო

ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართული ოქროც გამოჩნდა – ილია სულამანიძემ (100 კგ) ფინალში რუს მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა და კვარცხლბეკის მთავარ საფეხურზე შედგა. ფინალამდე სულამანიძემ რუსი ნიაზ ბილალოვი, ბრიტანელი რის ტომპსონი, ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და ფრანგი ორელინ დისე დაამარცხა. ფინალი კი, შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე მოიგო. გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლს დასჯერდა. ჩვენებურმა ტაჯიკი...

ვალენსიას კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოკლებაღა აკლია
ჩანაწერი

ვალენსიას კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოკლებაღა აკლია

ბილბაოს „ატლეტიკმა” სეზონის ძალიან კარგად დაიწყო. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო და ლა ლიგის ცხრილში მეოთზე ადგილზეა. ბასკთა გუნდი იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოს კვლავ ოთხეულში იქნება ანუ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. გასულ სეზონში ბილბაოელებმა მე-8 ადგილი დაიკავეს და კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ „ოსასუნას” ერთი პოზიციით ჩამორჩნენ. მიზნების განსახორციელებლად „ატლეტიკი” იანვრის სატრანსფერო ბაზარზე...

არადა ლინდსტრომში ნაპოლიმ 25 მილიონი გადაიხადა
ჩანაწერი

არადა ლინდსტრომში ნაპოლიმ 25 მილიონი გადაიხადა

რუდი გარსიას „ნაპოლი” რთული საკითხების წინაშე დგას. ბოლონიაში ნათამაშევმა 0:0-მა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. მწვრთნელს უკვე ჰქონდა გაუგებრობები წამყვან ფეხბურთელებთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან. და ყველაფერს ემატება ერთი უცნაური რამ: სად არის იესპერ ლინდსტრომი, რომელშიც „აძურიმ” 25 მილიონი ევრო გადაიხადა? ახალ სეზონში დანიელმა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, შინ, „ლაციოსთან”. მას მერე ის გულშემატკივრის თვალთახედვიდან...

ორი ეპიზოდი: გარსია და ოსიმენი
ჩანაწერი

ორი ეპიზოდი: გარსია და ოსიმენი

„ნაპოლის” ცუდი დროება უდგას. „ბოლონიასთან” შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენმა პენალტი ააცილა, არადა რომ გაეტანა, „აძური” ნავსს გაწყვეტდა, სამ ქულასაც მოიპოვებდა. შეხვედრის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე რუდი გარსიამ ნიგერიელი ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა. თავდამსხმელი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამ გააბრაზა, რაც მოედნიდან გასვლისას არ დაუმალავს. ის გარსიას რიცხვ ორიანს ანიშნებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი აზრით „ნაპოლი” ორი თავდამსხმელით თამაშზე...

ოსიმენის ჩავარდნა და ნახევრად კარგი კვარა
ჩანაწერი

ოსიმენის ჩავარდნა და ნახევრად კარგი კვარა

„ნაპოლის” თამაშის შემდეგ ქართული მედია მეტწილად ინტერესდება იმით, თუ როგორ შეაფასეს იტალიურმა პორტალებმა ხვიჩა კვარაცხელია. ამჯერად, თქვენი ნებართვით, „აძურის” ყველა ფეხბურთელის ქულებსა და სიტყვიერ შეფასებებს შემოგთავაზებთ. გასაგებია, რომ ეს პირობითია მაგრამ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. თუნდაც იმას დავინახავთ, ემთხვევა თუ არა იტალიელი ჟურნალისტების შეხედულებები ჩვენსას. ბოლონიაში ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ გაგაცნობთ calciomercato-ს მოსაზრებებს. ეს გახლავთ საიტი,...

ბოლონიაში მოშიშვლებული დაცვით
ჩანაწერი

ბოლონიაში მოშიშვლებული დაცვით

ადრე თუ გვიან „ნაპოლის” შემადგენლობაში ნატანის დებიუტი უნდა შემდგარიყო და როგორც იტალიური პრესა წერს, ეს დღეს ბოლონიაში მოხდება. ითამაშებდა თუ არა ახალგაზრდა ბრაზილიელი ამ შეხვედრაში ჟუან ჟესუსს კუნთი რომ არ გაეჭიმა, ძნელი სათქმელია. ალბათ, არა. მაგრამ ჟესუსი ისე დაშავდა, რომ განაცხადშიც კი არ შეიყვანეს და რუდი გარსია ფაქტობრივად ცენტრალური მცველების გარეშე დარჩა. ამოცანა კი რთულია....

ვალენსიას კარს გოლისგან მარტო მამარდაშვილი ვერ დაიცავს
ჩანაწერი

ვალენსიას კარს გოლისგან მარტო მამარდაშვილი ვერ დაიცავს

„ვალენსიამ” „ალმერიასთან” სტუმრად 2:2 ითამაშა. სტუმართა გუნდი ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ „ღამურებს” ჩინებული მეკარე — გიორგი მამარდაშვილი — და სუსტი დაცვა ჰყავთ. აღწერა საჭირო არ არის, ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე ყველაფერი კარგად ჩანს — გუნდს გოლის გაშვებისგან მარტო მეკარე ვერ გადაარჩენდა. იმ ორ ეპიზოდში, როდესაც „ალმერიამ” მიზანს მიაღწია, გიორგის მოგერიებულ ბურთთან...