„ვალენსიამ” „ალმერიასთან” სტუმრად 2:2 ითამაშა. სტუმართა გუნდი ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ „ღამურებს” ჩინებული მეკარე — გიორგი მამარდაშვილი — და სუსტი დაცვა ჰყავთ. აღწერა საჭირო არ არის, ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე ყველაფერი კარგად ჩანს — გუნდს გოლის გაშვებისგან მარტო მეკარე ვერ გადაარჩენდა. იმ ორ ეპიზოდში, როდესაც „ალმერიამ” მიზანს მიაღწია, გიორგის მოგერიებულ ბურთთან ვინმე მოწინააღმდეგეზე სწრაფად უნდა მისულიყო.
რჩება შთაბეჭდილება, რომ მამარდაშვილმა ვალენსიას საფეხბურთო საზოგადოება ცოტა გაანებივრა და კარგი, ხშირად კი ჩინებული თამაშის შემდეგ მისი ქებით თავს დიდად არავინ იწუხებს. ალბათ, ვარაუდობენ, რომ გოლკიპერის შემთხვევაში ეს ასეც უნდა იყოს. ანდა, ხდება ის, რაც ყველა ქვეყანას ახასიათებს — ლეგიონერის კარგ თამაშს უფრო მოკრძალებით აღნიშნავენ, ვიდრე ადგილობრივი ფეხბურთელისას. ასე მაგალითად, პორტალმა superdeporte.es ვალენსიელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება (8) ხავი გუერას დაუწერა, ტიერი რენდალ კორეიას 7 არგუნა, დიეგო ლოპესს 6,5, მამარდაშვილს და კიდევ ორი თანაგუნდელის კი 6 ქულა ამყოფინა. გიორგის არაჩვეულებრივი თამაშის შესახებ გამორჩევით არც მატჩის შემდგომ ინტერვიუებში ულაპარაკია ვინმეს. სამაგიოეროდ საერთაშორისო საიტმა flashscore.com-მა არ დაკარგა ობიექტურობა და ქართველ კარის მცველს „ჩეებში” ყველაზე მაღალი შეფასება 8,1 დაუწერა. ამ პორტალის ვერსიით ხავი გუერამ 8 მიიღო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
