„ვალენსიასა” და „ალმერიას” შეხვედრის მე-60 წუთზე მომხდარი ეპიზოდის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი დიეგო ლოპესი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც რადიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს. მას „ალმერიას” საჯარიმოში ბრძოლის დროს ალეხანდრო სენტელესმა ყბაში იდაყვი მოარტყა. ლოპესი მოედანზე დაეცა. მსაჯ მუნის რუისს დარღვევა არ შეუმჩნევია, მაგრამ VAR-მა მომენტის მონიტორზე შემოწმებისკენ მოუწოდა, რის შედეგადაც არბიტრმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან პეპელუმ ძელს გაარტყა...
ჭდე: ალმერია
მამარდას ვალენსია ევროპაზე იწყებს ფიქრს
„ალმერიასთან” შინ 2:1 გამარჯვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა, რომ მართალია ბოლო წამამდე რთული ბრძოლის გადატანა მოუხდათ, მაგრა მთავარია, რომ გაიმარჯვეს. „ბრძოლით სავსე მატჩი იყო, პერიოდულად რთული. კარგად დავიწყეთ, ორი გოლი გავიტანეთ და შესვენების შემდეგ მესამეზეც ვფიქრობდით, მაგრამ საქმე აგვერია. კიდევ კარგი ბოლო მონაკვეთში ბიჭები დამშვიდნენ. როდესაც იგებ, უპირატესობას გავეშებით სჭირდება...
ვალენსიას კარს გოლისგან მარტო მამარდაშვილი ვერ დაიცავს
„ვალენსიამ” „ალმერიასთან” სტუმრად 2:2 ითამაშა. სტუმართა გუნდი ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ „ღამურებს” ჩინებული მეკარე — გიორგი მამარდაშვილი — და სუსტი დაცვა ჰყავთ. აღწერა საჭირო არ არის, ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე ყველაფერი კარგად ჩანს — გუნდს გოლის გაშვებისგან მარტო მეკარე ვერ გადაარჩენდა. იმ ორ ეპიზოდში, როდესაც „ალმერიამ” მიზანს მიაღწია, გიორგის მოგერიებულ ბურთთან...
ალმერიასთვის მამარდას გუნდთან თამაში ფინალის ტოლფასია
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ალმერიასთან”. შეხვედრა საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. მასპინძლები, რომელთაც სათავეში ვინსენტ მორენო უდგათ, ხუთივე შეხვედრაში ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მხოლოდ 1 ქულა აქვთ და ლა ლიგის ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. ანდალუსიელებმა ორი ისეთი თამაში წააგეს, რომელთაც თავიდან იგებდნენ — „რეალთან” და „ვილიარეალთან”. ვინსენტ მორენო იმიტომ ვახსენეთ, რომ „ვალენსიას” სინგაპურელი პატრონები...



