სხვა სიტყვას ვერც მიუსადაგებ იმ 40 წუთს, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში გაატარა. ასეთი უსუსური ჩვენი ეროვნული გუნდი ბოლოს როდის გვინახავს, გახსენებაც ჭირს. ოდესღაც ბორჯღალოსნები ასე უკბილოდ ახალ ზელანდიასთან, ინგლისთან თუ სამხრეთ აფრიკასთან თამაშობდა, მაგრამ მას მერე ბევრ წყალს ჩაუვლია, მოთამაშეთა ბევრი თაობა გაიზარდა და დღევანდელი საქართველოს ნაკრები იმდენ ავტორიტეტს კი ატარებს, რომ...
ალმერიასთვის მამარდას გუნდთან თამაში ფინალის ტოლფასია
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ალმერიასთან”. შეხვედრა საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. მასპინძლები, რომელთაც სათავეში ვინსენტ მორენო უდგათ, ხუთივე შეხვედრაში ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მხოლოდ 1 ქულა აქვთ და ლა ლიგის ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. ანდალუსიელებმა ორი ისეთი თამაში წააგეს, რომელთაც თავიდან იგებდნენ — „რეალთან” და „ვილიარეალთან”. ვინსენტ მორენო იმიტომ ვახსენეთ, რომ „ვალენსიას” სინგაპურელი პატრონები...
სად გაქრა კვარაცხელია?
ბრაგაში, თავსხმაში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის 66-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია და იმ ფანტასტიკური სამყაროს კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც კვარავაჯოს ნიჭითა და კვარადონას აღმაფრენით შეიძლებოდა დახატულიყო ელმასმა შეცვალა. დღეს, „ლივერპულთან” ფენომენალური ჩემპიონთალიგური დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთ ევროპულ დებიუტზე ვლაპარაკობთ: ამჯერად ნაცრისფერზე, მუქზე, გაელვებებს მოკლებულზე. თუ ავდარში ცაში გაელვებებს არ ჩავთვლით. ხვიჩა კარგა ხანია აღარ...
თომ100
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ისტორიული გამოდგა მიუნხენის „ბაიერნის“ ვეტერანი ფეხბურთელისთვის, თომას მიულერისთვის. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა მისთვის ევროპის ყველზე პრესტიჟულ ტურნირზე საიუბილეო, მე-100 მოგება იყო. ამ მაჩვენებლით გერმანელი მხოლოდ ორ მოთამაშეს ჩამორჩება – კრიშტიანო რონალდოს (183 მატჩი და 115 მოგება) და იკერ კასილიასს (177 შეხვედრა 101 მოგება). ასე რომ მიულერს ორი მოგება სჭირდება და ლეგენდარულ ესპანელს...
გერმანიას თავი დაადგეს…
გერმანიის ნაკრების მწვრთნელის ვაკანტური თანამდებობა მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მწვრთნელმა, 36 წლის იულიან ნაგელსმანმა დაიკავა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ახალი მწვრთნელთან კონტრაქტი 2024 წლის 31 ივლისამდე გააფორმა და იგი ოფიციალურდ წარადგინა. ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს, რომელიც გერმანიის 10 ქალაქში მომავალი წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ნაგელსმანთან ერთად, დაამტკიცეს მისი ასისტენტებიც – ახალ...
პორტუგალიელებთან ჯახის მნიშვნელობაზე…
23 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას შეერკინება. ეს შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ტულუზის იგივე სახელის სტადიონზე – „სტად დე ტულუზზე“ გაიმართება. ეს იქნება ბორჯღალოსნების მეორე მატჩი საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე. მოგეხსენებათ, პირველ ტურში ქართველები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიის ნაკრები უქმობდა. მეორე ტურში კი მომავალმა მეტოქეებმა როლები გაცვალეს და უქმობამ უკვე ბორჯღალოსნებს...
პასკუალე ბრუნო: ნამდვილად ფსიქიატრი მჭირდებოდა
„ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში „ფიორენტინას”, „ტორინოს”, „იუვენტუსისა” და სხვა იტალიური თუ ბრიტანული კლუბების ყოფილმა ფეხბურთელმა 61 წლის პასკუალე ბრუნომ წარსული დროება გაიხსენა და ორ დიდ ვარსკვლავზე, დიეგო მარადონასა და რობერტო ბაჯოზე გაამახვილა ყურადღება. „მოედანს მიღმა მშვიდი ბიჭი ვიყავი, მაგრამ უკვე გასახდელში სისხლი დუღილს მიწყებდა, — თქვა მან, — მძიმე შემთხვევა გახლდით, ნამდვილად ფსიქიატრი მჭირდებოდა. თან...
კვარასველია! — წერს იტალიური გაზეთი
რომაული გაზეთი, მთელს იტალიაში პოპულარული და გავლენიანი „კორიერე დელო სპორტი” ყოველთვის აქტუალური თემების ძიებაშია. ამჯერად მან ხვიჩა კვარაცხელიას თემას მიაქცია ყურადღება და პირველ გვერდზე გამოეხმაურა: Kvarasveglia! – დაწერა მან, რაც ხვიჩას გვარისა და იტალიური სიტყვის sveglia-ს გაერთიანებაა. „სველია” ქართულად სხვა რამ არის, იტალიურად კი გამოვიდა: კვარა, გაიღვიძე! „კვარა, გაიღვიძე! „ნაპოლი” გელოდება. ექვსი თვეა გოლი არ...
პოლიტანო: როცა ძვირფას ადამიანს კარგავ
ოთხშაბათის შეხვედრა „ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბისთვის მატეო პოლიტანოსთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მან შეიტყო, რომ სიმამრი გარდაეცვალა და სოციალურ ქსელში მას პოსტი მიუძღვნა: „დღეს რთული მატჩი მქონდა, ვინაიდან, როდესაც ძვირფას ადამიანს კარგავ, სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. შენი, ასეთი ბრწყინვალე ადამიანის ხსოვნა მარად დარჩება ჩემს გულში....
ლევი ამბავი
„ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ, დანიელ ლევიმ, განაცხადა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბში თავისი წილი გაყიდოს. „ტოტენჰემის“ დატოვების სურვილი მაქვს, მაგრამ განვიხილავ ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც მომივა. საუბარია არა ჩემზე, არამედ იმაზე, თუ რა არის კლუბისთვის სასარგებლო,“ – თქვა ლონდონელმა ფუნქციონერმა. დანიელ ლევის, „ტოტენჰემის“ მმართველ პარტნიორს, კლუბის წილის 25% ეკუთვნის. საკონტროლო პაკეტს – 60% უფროსი პარტნიორი ჯო...









