„ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ, დანიელ ლევიმ, განაცხადა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბში თავისი წილი გაყიდოს.
„ტოტენჰემის“ დატოვების სურვილი მაქვს, მაგრამ განვიხილავ ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც მომივა. საუბარია არა ჩემზე, არამედ იმაზე, თუ რა არის კლუბისთვის სასარგებლო,“ – თქვა ლონდონელმა ფუნქციონერმა.
დანიელ ლევის, „ტოტენჰემის“ მმართველ პარტნიორს, კლუბის წილის 25% ეკუთვნის. საკონტროლო პაკეტს – 60% უფროსი პარტნიორი ჯო ლუისი ფლობს. დანარჩენ 15%-ს დაახლოებით 300 აქციონერი. ლევი ლონდონურ კლუბში 2001 წლიდან მუშაობს.
მისი ხელმძღვანელობით „ტოტენჰემმა“ არა მხოლოდ ფეხბურთელების რამდენიმე წარმატებული შენაძენი და გაყიდვა მოახერხა, მათ შორის, ლუკა მოდრიჩისა და გარეთ ბეილის ტრანსფერები მადრიდის „„რეალში“, არამედ ააშენა კლუბის სრულიად ახალი 62,850 ადამიანის ტევადობის სტადიონი, რომელიც დაახლოებით მილიარდი გირვანქა დაჯდა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
