„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად მოუგო „ბრაგას” 2:1. მატჩის დამთავრების შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ თქვა:
„პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ზოგ მომენტში ალბათ იღბალმა ზურგი გვაქცია. იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა და იყო ეპიზოდი, როდესაც ის მცველმა გამოიტანა. შესვენების შემდეგაც კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ წეზოლა მოვასუსტეთ და ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო. როდესაც „ბრაგამ” ანგარიში გაათანაბრა, ჩვენ მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. ბოლოს კი ჟელინსკის პასს მეტოქის ავტოგოლი მოჰყვა. ეს იყო ყისმათი, რომელიც მანამდე გვაკლდა”.
შემდეგ „ნაპოლის” ფრანგმა მწვრთნელმა დასძინა: „დიახ, დი ლორენცოს გოლის შემდეგ შვებით ამოვისუნთქე. ეს ამ დროისთვის დამახასიათებელი ქცევა არ არის, მაგრამ ხელიდან გაშვებული ბევრი საგოლე მომენტის შემდეგ, პირველი ტაიმის მიწურულს ჩიხიდან გამოსვლა ნამდვილად გამიხარდა. ჩვენი გუნდი შეტევაში ძლიერია და ეს დღესაც კარგად გამოჩნდა. ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდის დამარცხება ძნელი საქმეა. სამი ქულით კმაყოფილები ვართ. ახლა ჩვენს გულშემატკივარს „რეალი” აჩვენებს ლამაზ შეხვედრას.
ოსიმენი და კვარა? ვიქტორი კარგ ფორმაშია და ეს დღეს 90 წუთის განმავლობაში ინტენსიური თამაშით აჩვენა. ხვიჩას ჰქონდა კარგი ეპიზოდები. მაგალითად, პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ რიტმი აშკარად აკლია. მას კიდევ სჭირდება სათამაშო დრო, რათა თავისი ბრწყინვალე თამაში გვაჩვენოს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
