„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად მოუგო „ბრაგას” 2:1. მატჩის დამთავრების შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ თქვა: „პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ზოგ მომენტში ალბათ იღბალმა ზურგი გვაქცია. იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა და იყო ეპიზოდი, როდესაც ის მცველმა გამოიტანა. შესვენების შემდეგაც კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ წეზოლა მოვასუსტეთ და ყველაზე დიდი შეცდომა ეს...
როცა საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება…
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა „რეალის“ დამრიგებელ კარლო ანჩელოტისთან კონკურენცია ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებების კუთხით. „ანჩელოტიზე ჩემპიონთა ლიგის უფრო მეტი ტიტულის მოგება? მას ამ მხრივ ვერ ვაჯობებ, რადგან ერთხელ მოვიგე ეს თასი, როგორც ფეხბურთელმა, მან კი ოთხჯერ. ანჩელოტის ვერ დაამარცხებ, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. მე უფრო ახალგაზრდა ვარ, ასე...
სულშერი: შეგვეშალა!
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გაიხსენა ის გარემოებები, რამაც გამოიწვია 2021 წელს კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერულ კლუბში გადასვლა. „ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის უარყოფა ძალიან რთული იყო და ვგრძნობდი, რომ უნდა მიგვეღო, მაგრამ ეს არასწორი აღმოჩნდა. როდესაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს, მართალი ჩანდა, რაც გულშემატკივრებმაც იგრძნეს „ოლდ ტრაფორდზე“ „ნიუკასლთან“ მატჩის დროს (რონალდომ დუბლი შეასრულა, „მანჩესტერ...
ლიოვი და თურქეთი
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურიგოდ არ გამოიყურება (10 ქულით შესარჩევ D ჯგუფში მეორე ადგილზეა და ხორვატიას მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება), მწვრთნელის პოსტიდან 60 წლის შტეფან კუნცი მაინც გაათავისუფლეს. თურქეთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო და ისევ გერმანელს მიადგა, ოღონდ უფრო ტიტულოვან-ავტორიტეტიანს – იოახიმ ლიოვს. 63 წლის ლიოვმა...
კაპელომ ღიპიანების გუნდი დაინახა
დიდმა იტალიელმა მწვრთნელმა, გადადგომის შემდეგ კი ტელეკომენტატორმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა. „ნეაპოლელთა პირველ თამაშებს დიდი დაკვირვებით ვადევნებდი თვალყურს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ღიპიანი ფეხბურთელების გუნდს ვუყურებდი. მე გასული სეზონის „აძურის” აჩრდილსაც ვერ ვხედავ. არც დარბიან იმავე მონდომებით, არც საქმისადმი დამოკიდებულებაა იგივე. რუდი გარსიას სქემებზე მეტად მე მოთამაშეების სულისკვეთებას დავაყენებდი კითხვის ქვეშ. არადა, ეს გუნდი...
ჟორჟე: ფავორიტი ნაპოლია, ჩვენ კი მოგება გვინდა
ჩემპიონთა ლიგაში „ბრაგასა” და „ნაპოლის” ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის წინ პორტუგალიური გუნდის მწვრთნელმა 51 წლის არტურ ჟორჟემ პრეს კონფერენციაზე თქვა: „თეორიულად ფავორიტი „ნაპოლია”, მაგრამ ჩვენ გამარჯვების ამბიცია წუთით არ დაგვიკარგავს. ველი, რომ მეტოქე ძალიან ძლიერ ფეხბურთს ითამაშებს. ვნახე ნეაპოლელთა ბოლო ორი მატჩი „ლაციოსა” და „ჯენოასთან”. გამიჩნდა ეჭვი, რომ გენუაში რამდენიმე ფეხბურთელმა ძალა დაზოგა ხვალისათვის ფორმაში...
ნაპოლის თვითმფრინავი დაზიანდა
„რადიო მარტეს” ცნობით უჩვეულო რამ მოხდა ნეაპოლის კაპოდოკინოს აეროპორტში. „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის თამაშის ჩასატარებლად პორტუგალიისკენ უნდა გაფრენილიყო, მაგრამ თვითმფრინავი დაზიანდა. აფრენის მოლოდინში თვითმფრინავის მოუხერხებელ სკამებზე ერთსაათიანი ჯდომის შემდეგ ფეხბურთელები ჩამოიყვანეს და აეროპორტის დატოვების ნება მისცეს. გუნდი „დიეგო მარადონას” სტადიონზე ხელახლა შუადღისას უნდა შეკრებილიყო და სავარაუდოდ საქართველოს დროით 18 საათსა და 30 წუთზე უნდა გაფრინდეს...
გერმანია ნაგელსმანს
გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გახდება. გერმანიის საფეხბურთო კავშირსა და 36 წლის სპეციალსტს შორის თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და ის ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ის ბოლომდე უხელმძღვანელებს. მოსაგვარებელი რჩება ბოლო დეტალები, რის შემდეგაც საფეხბურთო კავშირი ნაგელსმანის დანიშვნას ოფიციალურად გამოაცხადებს. გერმანელმა ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ მწვრთნელის ხელფასი თვეში 400 ათას ევრო იქნება. ამავდროულად, გაუქმდა ნაგელსმანის კონტრაქტი...
ძოფი: ისე ფიქრი, როგორც გარსიამ თქვა, მხოლოდ სუსტებს ახასიათებთ
იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მეკარემ დინო ძოფმა, რომელიც 1998-2000 წლებში „სკუადრა აძურას” წვრთნიდა, AreaNapoli.it-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ილაპარაკა. „დღეს სკუდეტოს მოსაგებად ყველაზე კარგად მომზადებული სიმონე ინძაგის „ინტერი” მგონია, მაგრამ არც მისი კონკურენტების ჩამოწერა შეიძლება. „იუვენტუსი” წლეულს ევროშეჯიბრებაში არ მონაწილეობს, მაგრამ არ მგონია რომ ეს მას უპირატესობას აძლევდეს. რასაკვირველია, სეზონის მსვლელობისას შეიძლება აღმოჩნდეს,...
დე ლაურენტისი წმინდა იანუარიუსს ევედრება
„ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობა იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მას გავლენიანი იტალიური გაზეთის „ლა რეპუბლიკას” სარედაქციო წერილების ავტორი ანტონიო კორბოც გამოეხმაურა. კორბომ „აძურის” პრობლემებზე რადიო CRC-ის გადაცემა Si Gonfia la Rete-ში ისაუბრა. ეს მისი საავტორო გადაცემაა. ჟურნალისტმა კრიტიკული გამოსვლა მწვრთნელის რუდი გარსიას „გიჟური ტაქტიკური შეცდომებით” დაიწყო. მან აღნიშნა, რომ ფრანგი ვერ ახერხებს გუნდში მიმდინარე პროცესებზე სწრაფ,...









