ჩემპიონთა ლიგაში „ბრაგასა” და „ნაპოლის” ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის წინ პორტუგალიური გუნდის მწვრთნელმა 51 წლის არტურ ჟორჟემ პრეს კონფერენციაზე თქვა:
„თეორიულად ფავორიტი „ნაპოლია”, მაგრამ ჩვენ გამარჯვების ამბიცია წუთით არ დაგვიკარგავს. ველი, რომ მეტოქე ძალიან ძლიერ ფეხბურთს ითამაშებს. ვნახე ნეაპოლელთა ბოლო ორი მატჩი „ლაციოსა” და „ჯენოასთან”. გამიჩნდა ეჭვი, რომ გენუაში რამდენიმე ფეხბურთელმა ძალა დაზოგა ხვალისათვის ფორმაში რომ ყოფილიყო. ვიმეორებ, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ იმაზე ფიქრს, თუ რას უნდა ველოდოთ „ნაპოლისგან”, ჯობს იმაზე ვიზრუნოთ, ჩვენ რას შევთავაზებთ მოწინააღმდეგეს მოედანზე. მე ყველა ღონეს ვხმარობ, რომ „ბრაგა” გამარჯვებისთვის მზად იყოს”.
შემდეგ, არტურ ჟორჟემ ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ფეხბურთს თამაშობს „ნაპოლი” ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას ხელში:
„ჩემი აზრით ეს გუნდი 4-3-3 სქემაზე დაყრდნობით, ძალიან ღია ფეხბურთს თამაშობს. მას უძლიერესი თავდამსხმელები ჰყავს. მისი მიზანი აქცენტის მუდამ შეტევაზე გადატანაა, რათა თავისი ფორვარდების ძალა გამოიყენოს და მათ გოლის გატანის შესაძლებლობა მისცეს”.
და ბოლოს ჟორჟემ დასძინა: „როგორ შემადგენლობას გამოვიყვან? მე ეს უკვე მოფიქრებული მაქვს. ფეხბურთელებს შორის კონკურენცია პრობლემა არ არის. ყველას ერთი სურვილი აქვს — გამარჯვება. ხვალ ურთულესი შეხვედრა გველის, მაგრამ მიზანი ყოველთვის მოგებაა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
