თვე: სექტემბერი 2023

Home 2023 სექტემბერი
კარგად ვარ, არ ინერვიულოთ…
ჩანაწერი

კარგად ვარ, არ ინერვიულოთ…

„თელავმა“ „კავკასიონ არენაზე“ სენსაცია შემოგვთავაზა, ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა (2:1), 24  ქულა მოაგროვა და 5  პუნქტით დაშორდა ფლეი აუტის ზონას. „ბათუმმა“ სულაც პირველად წააგო გასვლითი შეხვედრა მომდინარე სეზონში. ასევე ახალ გუნდთან ერთად პირველად დამარცხდა ზღვისპირელთა მწვრთნელი, ანდრი დემჩენკო. თამაში კარგი საცქერი გამოდგა. ეგ არის, უკვე დამატებულ წუთებზე ბათუმელთა შემტევ ჯოვინო ფლამარიონს მეტოქის საჯარიმოში კარიდან გამოსული თელაველთა...

თუმცა ეს ვერავინ გაიგო
ჩანაწერი

თუმცა ეს ვერავინ გაიგო

იტალიური მედია კვლავ „ჯენოასა” და „ნაპოლის” 2:2-ს უტრიალებს. ბევრი პორტალი ყოველი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ქულებს უწერს. გავლენიანი „კორიერე დელო სპორტი” შეფასებას პატარა ტექსტებსაც აყოლებს. ვფიქრობთ, საინტერესოა როგორ შეაფასა რომაულმა გაზეთმა გენუაში ნეაპოლელთა მწვრთნელის რუდი გარსიას და ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედებანი. გარსია – 5 მწვრთნელი ზედიზედ მეორე დამარცხებისგან მხოლოდ მისი ფეხბურთელების ნიჭმა იხსნა. მის ხელში ჩვენ ვიხილეთ...

კვარაცხელია გარსიასთვის შეუცვლელი არ არის
ჩანაწერი

კვარაცხელია გარსიასთვის შეუცვლელი არ არის

შუქსა და ჩრდილს შორის. რუდი გარსია უკვე დიდი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. მწვრთნელმა თქვა, რომ „მარასიზე” სინათლემ სათადარიგოთა სკამიდან გამოანათა, მაგრამ ამ სინათლეს ანეიტრალებდა სახიფათო ჩრდილი, რომელიც კვარაცხელიას საკითხის გამო მიადგა. ქართველ ტალანტს სეზონის დასაწყისში ცუდი პერიოდი უდგას. ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც იხსენებ, თუ რა ეფექტი მოახდინა სამოცდამეჩვიდმეტე ნომერმა შარშან. ხვიჩას რამდენიმე თვეა გვალვიანი პერიოდი...

გენოს ვერცხლი, შოთას ბრინჯაო
ჩანაწერი

გენოს ვერცხლი, შოთას ბრინჯაო

ბელგრადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ორი მედალი აქვს – მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილს ვერცხლის მედალი ერგო, ხოლო შოთა ფარტენაძეს (61) წილად ბრინჯაო ხვდა. პეტრიაშვილმა ფინალამდე 4 ბრძოლა მოიგო: კვალიფიკაციაში ბალი სოუ 9:3 დაამარცხა; მერე აბდულა კურბანოვს 6:5 მოუგო; მეოთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 3:1 აჯობა; ნახევარფინალში ამერიკელ მეისონ მარკ პერისს დაძაბულ ბრძოლაში 8:6...

ოქროს შვიდეული
ჩანაწერი

ოქროს შვიდეული

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია!!! საჩხერელმა ძალოსანმა საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დახურა. ტალახაძემ ორჭიდის ჯამს ხელთ მცირე ოქროები აკვრასა და ატაცშის გამოაყოლა. ატაცში ლაშამ სამივე ცდა გამოიყენა: 208; 215 და 220 კგ და უშუალო კონკურენტ ყატარის წარმომადგენელ გორ მინასიანს საგრძნობლად აჯობა – 213. მესამე სომეხი ვარაზდათ ლალაიანი იყო – 212. აკვრაში ტალახაძემ ორი...

ზეიმი ვალენსიაზე
ჩანაწერი

ზეიმი ვალენსიაზე

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ატლეტიკოს” 3:0 მოუგო. „მესტალიაზე” ზეიმი გაიმართა. superdeporte წერს, რომ „ღამურების” გულშემატკივარი ამას იმსახურებდა, რადგან ის კლუბის მეპატრონეს, სინგაპურელ პიტერ ლიმს დიდი ხანია ცუდი ფეხბურთისთვის ჰყავს განწირული, გუნდმა კი ამის მიუხედავად თვით ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მოაწყო ტალღები, იძახა „ოლე, ოლე”, იმღერა «¡Que bote Mestalla!» და ყველაფერი ეს...

კვარაცხელიას ჟესტი
ჩანაწერი

კვარაცხელიას ჟესტი

იტალიური, კერძოდ ნეაპოლური მედია „ჯენოასა” და „ნაპოლის” ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ყურადღებას ამახვილებს იმ ეპიზოდზე, როდესაც რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ალესიო ძერბინით შეცვალა. ეს თამაშის 89-ე წუთზე მოხდა. ტელეკამერამ ქართველი გარემარბის უკმაყოფილო სახე დააფიქსირა. tuttonapoli ამას კვარაცხელია vs გარსია უწოდა. პორტალი  წერს: „ქართველი გაკვირვებული დარჩა, როდესაც 90-ე წუთზე ის შეცვალეს და მის მაგივრად მოედანზე...

შემცვლელთა გოლები
ჩანაწერი

შემცვლელთა გოლები

„ჯენოასთან” სტუმრად 2:2-ის შემდეგ (მატია ბანისა და მატეო რეტეგის გოლებს ჯაკომო რასპადორიმ და მატეო პოლიტანომ უპასუხეს) „ნაპოლის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ შეხვედრა შეაფასა: მებრძოლი ხასიათი: მნიშვნელოვანია, რომ ჩამორჩენას არ შევეგუეთ, მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ. კარგი იქნებოდა ასე პირველივე წუთებიდან რომ გვეთამაშა. როდესაც მობილიზებული არ ხარ, ისჯები. ორივე გოლი კუთხურის შემდეგ გავუშვით, პირველი პირდაპირ, მეორე კი ბურთის გათამაშების...

დამიანი: გუდმუნდსონი კვარას ტექნიკით სჯობია
ჩანაწერი

დამიანი: გუდმუნდსონი კვარას ტექნიკით სჯობია

calciomercato წერს, რომ სპორტულმა აგენტმა ოსკარ დამიანიმ Secolo-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელია ისლანდიელ იოჰან ბერგ გუდმუნდსონს შეადარა და თქვა, რომ გუდმუნდსონი ხვიჩას ღონით ჩამოუვარდება, თორემ ტექნიკით უკეთესია. იტალიური საიტი აგენტის ამ ნათქვას გასაკვირს უწოდებს, ჩვენ კი „ნაპოლის” 22 წლის მარცხენა გარემარბისა და იმავე ამპლუაში მოთამაშე „ბარნლის” 32 წლის ფეხბურთელის შედარებაზე არც კი შევჩერდებოდით, ინტერნეტში ერთი საინტერესო...

დღეს ნაპოლი მოგებას აპირებს
ჩანაწერი

დღეს ნაპოლი მოგებას აპირებს

დღეს „ნაპოლი” სტუმრად თამაშობს „ჯენოასთან”. როგორც იტალიის ჩემპიონის მწვრთნელმა რუდი გარსიამ თქვა ამჯერად ის მოედანზე „ლაციოსთან” შეხვედრისგან განსხვავებულ შემადგენლობას გაიყვანს. „მარათონი გველის, 23 შეხვედრაში 7 მატჩი. გუშინ ჩემს განკარგულებაში კვლავ მთელი გუნდი იყო, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი დაღლილი მეჩვენა. მათ დღის ჩვეულებრივ დატვირთვებს ძლივს გაუძლეს. დღეს ყველაფერი ნორმაში ჩადგა. ასე რომ სრულყოფილი ვარჯიში მხოლოდ დღეს ჩავატარეთ,...